ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრას გამართავს
12/06/2018
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“.
რა?: სასწავლო ორგანიზაციებთან ერთად პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრას გამართავს.
სად?: სასტუმრო „რამადა ენკორის“ საკონფერენციო დარბაზში (ალ.ყაზბეგის გამზირი 15).
როდის?: 12 ივნისს, 12 საათზე.
რატომ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც საგრანტო სახსრების გამოყენებით შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები სამუშაო შეხვედრას გამართავენ. შეხვედრაზე სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ პროექტების განხორციელების პროგრესზე და გააშუქებენ დღემდე გაწეულ საქმიანობას გენდერულ და სოციალურ ჭრილში. ასევ განიხილავენთ თუ, როგორ აისახა სოციალური და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირება გოგოებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობაზე მათ სასწავლო დაწესებულებებში; როგორია გენდერული ბალანსი მასწავლებლებში, შენობებისა და სასწავლო გარემოს ადაპტირებაზე, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლების პრაქტიკაზე, სტერეოტიპებისგან თავისუფალ მიდგომებსა და სასწავლო მასალებზე.
ღონისძიებას დაესწრებიან: ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი - ჯენერ ედელმანი და პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები.
ტრადიციული მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი ორგანიზებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ, რომელიც ახორციელებს მეორე კომპაქტს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, მიზნად ისახავს სიღარიბესთან ბრძოლას და ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.
გენდერული უთანასწორობა ხშირად ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამიტომ, ფონდის მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებელის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური ჩართულობა და გენდერული ინტეგრაცია კომპაქტის ყველა პროგრამაში.
წაკითხულია: 546