ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა.
17/09/2017
ვინ?: ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გავითარების პროექტის ფარგლებში,
რა?: 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 70 ათას კვადრატულ მეტრ ფართს და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000ზე მეტი მოსწავლისთვის.
სად?: ხაშურის N 9 საჯარო სკოლაში.
როდის?: ორშაბათს 18 სექტემბერს 16 საათზე.
რატომ?: პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.

ლაბორატორიებში შეტანილია რეაგენტები და 140 სახეობის აღჭურვილობა-დანადგარები.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.

30 სკოლიდან ერთ-ერთს ორშაბათს 18 სექტემბერს 16 საათზე სრულად რეაბილიტირებულ ს განათლების და მენციერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მანდა მაღრაძე და ადგილობრივი ოფიციალური პირები განხსნიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
535-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge
წაკითხულია: 111