ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით გპფ სტუდენტურ სტიპენდიებს აწესებს
20/07/2020
ვინ?: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
რა?: ღონისძიებაზე გპფ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტთან და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან;
სად?: ვაკის მედიათეკაში (მის. N76 ი. ჭავჭავაძის გამზირი);
როდის?: 22 ივლისს, 11:00 საათზე;
რატომ?: ფონდის მიერ ინიცირებული პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციას, დამატებითი მოტივაცია გაუჩინოს მომავალ პედაგოგებს, პარტნიორ უნივერსიტეტებში შექმნას მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტების მოზიდვის მეტი შესაძლებლობა. ამ მიზნის მისაღწევად გპფ მზადაა სტიპენდიებით წაახალისოს ზემოთხსენებული სამი უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტი-ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყანის საშუალო განათლების პედაგოგიურ კონტინგენტს გააძლიერებს ხვალ.

მიმდინარე წლიდან სტიპენდიები გამოიყოფა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც პედაგოგის პროფესიას ეუფლებიან და ამ სფეროში ახორციელებენ სამეცნიერო მუშაობას.


ფონდის შესახებ:
ფონდმა აქტიური საქმიანობა 2017 წელს დაიწყო და მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას, განათლების საერთო ხარისხის ამაღლებას, განათლების სტანდარტების გაუმჯობესებას და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
წაკითხულია: 117