ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
რაგბი არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის მიზნით - საქართველოში ახალი მხატვრული ფილმის გადაღება იწყება
13/06/2017
ვინ?: პიერ ფერი, გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის პროგრამის ხელ-ლი
რენატე ვინტერი, გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ევროკავშირის პროექტის ხელ-ლი
გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი
ზურაბ მაღალაშვილი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი
გია ნიჟარაძე, რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი
ნოდარ ანდღულაძე, რაგბის კავშირი
უტა ბერაია, ფილმის რეჟისორი
დავით ისაკაძე, აღმასრულებელი პროდიუსერი, მაგნეტ ფილმზი
ბრეტ უოქერი და ლოა მაგნერონი, ფილმის პროდიუსერები
რა?: ახალი ქართული მხატვრული ფილმის „უარყოფითი რიცხვები“ კონცეფციის პრეზენტაცია, რომლის გადაღებაც შემოდგომაზე იწყება საქართველოს კინოცენტრის დაფინანსებითა და რაგბის კავშირთან თანამშრომლობით.
ფილმი ეხება გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივ ინიციატივას არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში რაგბის გაკვეთილების შესახებ. პროგრამა ‘რაგბი, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი და არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მათი საზოგადოებაში რეინტეგრაციის საშუალება’ 2011 წელს განხორციელდა და მასში მონაწილეობა 60-მა ახალგაზრდამ მიიღო. ბევრმა მათგანმა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ განაგრძო რაგბის თამაში.
პროგრამა განხორციელდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით.
პრეზენტაციას დაესწრებიან საქართველოს ნაკრების, ახალი ზელანდიისა და შოტლანდიის 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა გუნდები.
სად?: სასტუმრო „რუმსი“, მისამართი: კოსტავას #14, დარბაზი „ივენთ რუმ“
როდის?: 14 ივნისი 2017 წელი, 13:00 საათი.
რატომ?: რაგბი და ზოგადად სპორტი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ მოზარდები ავარიდოთ პრობლემურ ქცევას და მათში პოპულარული გავხადოთ ცხოვრების ჯანსაღი სტილი, საფუძველი ჩავუყაროთ ისეთი ფასეულობების გაძლიერებას, როგორიცაა მოწინააღმდეგის პატივისცემა, წაგების ღირსეულად მიღება, ურთიერთმხარდაჭერა და გუნდური სულისკვეთება. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ავჭალის დაწესებულებაში მყოფი ახალგაზრდების რეაბილიტაციას და მათა საზოგადოებაში რეინტეგრაციას.



დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი
ტელ.: (+995 32) 2 23 23 88, 2 25 11 30, მობ: (+995 599) 53 30 71
ელ-ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org, www.unicef.ge
წაკითხულია: 538