ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ახალი კამპუსის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონიას გამართავენ
29/01/2018
ვინ?: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
რა?: ახალი შენობის კარკასის დასრულების საზეიმო ცერემონიას გამართავს.
სად?: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო, ჩოლოყაშვილის ქუჩა (ვაკის პარკის წინ).
როდის?: ორშაბათი, 29 იანვარი, 2018, 16:00 სთ.
რატომ?: ღონისძიებას დაესწრებიან განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ლონა სტოლი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, SDSU საქართველოს დეკანი კენ უოლში და სხვა მოწვეული სტუმრები.

ოთხსართულიანი, 4750 კვადრატული მეტრის ახალი საგანმანათლებლო შენობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, SDSU საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში შენდება. შენობა უახლესი ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. მასში განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები და სამუშაო სივრცეები. შენობის სრული აღჭურვა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს სამშენებლო ინჟინერიაში, სამოქალაქო ინჟინერიაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ ინჟინერიაში, ელექტრულ ინჟინერიასა და ქიმია/ბიოქიმიაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ელენე ალადაშვილი 577974004 ealadashvili@mail.sdsu.edu
ანა კვანჭილაშვილი 577530220 ana.kvanchilashvili@iliauni.edu.ge

SDSU – საქართველო | Georgia.sdsu.edu | www.facebook.com/SDSU.Georgia
წაკითხულია: 405