ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქართველოში აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღე
01/12/2016
ვინ?: ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით, და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
რა?: საქართველოს მთავრობა წარადგენს ქვეყნის პირველ ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
სად?: საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი, წერეთლის გამზ. 118, თბილისი).
როდის?: შაბათს, 3 დეკემბერს, 11:00 საათზე.
რატომ?: მსჯელობას გახსნიან ნატალია ჯალიაშვილი - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, სოფო კილაძე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, და შომბი შარპი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, და ივონ გოგოლი - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:
სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, 599 196907


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის შესახებ:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება 1992 წლიდან. 2016 წელს ასევე აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიღების 10 წელი. წლევანდელი დღის საერთაშორისო თემაა „მივაღწიოთ განვითარების 17 მიზანს იმ მომავლისათვის, რომელიც ყველას ერთად გვსურს“. ეს საერთაშორისო სლოგანი მიუთითებს, რომ მდგარდი განვითარების მიზნების მიღწევამ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ინკლიუზიური და თანასწორი გარემოს შექმნაში.

2013 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილიდან.

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს უწყობენ საქართველოს, შეასრულოს კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და შექმნას ეროვნული მექანიზმი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისა და ინკლუზიური გარემოს განვითარებისათვის. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობა ხორციელდება ევროკავშირის უფრო ფართო ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში.
წაკითხულია: 750
პერიტუს გრუპი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები