ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“ გამართავს პრესკონფერენციას თემაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა“
02/05/2018
ვინ?: საქველმოქმედო ფონდი „საქართველოს კარიტასი“.
რა?: გამართავს პრესკონფერენციას თემაზე „საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობა“.
სად?: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“ (26 მაისის მოედანი # 1).
როდის?: 2018 წლის 7 მაისს, 11:30 საათზე. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, 12:30 საათზე, ჟურნალისტები მიწვეულები იქნებიან ოფიციალურ სადილზე.
რატომ?: პრესკონფერენციაზე „საქართველოს კარიტასის“ დირექტორი ქ-ნი ანაჰით მხოიანი და „კარიტას ევროპას“ გენერალური მდივანი ბ-ნი ხორხე ნუნიო მაერი ისაუბრებენ საქველმოქმედო საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების პრობლემებსა და საქართველოში მოხალისეობის განვითარებაზე.

პრესკონფერენციაზე დაანონსდება საერთაშორისო კონფერენციის „ახალგაზრდობა, სოლიდარობა, ევროპა“ დაწყება, რომელიც თბილისში პირველად, ა.წ. 7-9 მაისს გაიმართება „კარიტას ევროპის“ მიერ. საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები, ქართველ ახალგაზრდებს გააცნობენ საკუთარ მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებას, ასევე იმსჯელებენ ევროპაში ახლაგაზრდების პრობლემებზე, გამოავლენენ ამ პრობლემების მსგავსებას საქართველოს რეალობასთან და წარმოადგენენ ახალგაზრდული პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გამოცდილებას. საერთაშორისო კონფერენციას დაესწრებიან ევროპის 40 ქვეყნის ორგანიზაცია კარიტასის წარმომადგენლები, საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტირებული საელჩოების და მედიის წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო ღამბაშიძე:591 223 415, ელ-ფოსტა: nino.gambashidze@caritas.ge
წაკითხულია: 278