ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად -2017 დაჯილდოების ცერემონია
15/06/2017
ვინ?: ღონისძიების ორგანიზატორი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).
რა?: კონკურს „სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად - 2017“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
სად?: რესტორან ეკო გარდენში.
როდის?: 16 ივნისს, 19:00 საათზე.
რატომ?: სტუდენტური პროექტი, რომელსაც СSRDG 2012 წლიდან ახორციელებს, მიზნად ისახავს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაციასა და ასევე არსებული სოციალური საწარმოებისთვის პრობლემური ამოცანების გადაწყვეტას.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით ათი უნივერსიტეტის 100 მდე სტუდენტმა.

დარეგისტრირებული სტუდენტური გუნდებიდან შეირჩა 16 გუნდი, რომლებსაც საშუალება მიეცა სოციალური მეწარმეობის შესახებ მიეღო, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკულად გაცნობოდნენ სოციალური საწარმოების მუშაობის სპეციფიკა და გამოწვევები. ფინალურ ეტაპზე გადასულ 4 გუნდს კი გადაეცა 1500 ლარი, რათა მათ მიერ თეორიულად შემუშავებული პროექტები, რომლებიც, მიზნად ისახავდნენ სოციალური საწარმოების გაძლიერებას, პრაქტიკაში განეხორციელებინათ. სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ - თაკო როდონაია (ჯეოსელი), აკაკი გოგიჩაიშვილი (რუსთავი 2), ეკატერინე ჯოჯუა (საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია), ელდარ პირმისაშვილი (Peritus Group)

კონკურსის ფარგლებში გაიმართა ტრენინგ-სემინარები სოციალური მეწარმეობის თემის შესახებ, მოეწყო ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით არსებული სოციალური საწარმოების საქმიანობების გასაცნობად.

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი არსებობის 22 წლის მანძილზე თავისი საქმიანობით ყოველთვის ცდილობს ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას თუ გაძლიერებას. ეს პროექტი, რომელიც სოციალური საწარმოების მხარდაჭერას და განვითარებას მოიაზრებს, 2012 წლიდან მიმდინარეობს და დღეს ვფიქრობთ მხარდამჭერების, პარტნიორების და ახალგაზრდების ჩართულობამ ჩართულობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.“ - გიგა ჩიტიშვილი, სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული პროგრამის ხელმძღვანელი.

ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერები: კონკურსი ტარდება ევროკავშირისა და „პური მსოფლიოს“ დაფინანსებული 3 წლიანი პროექტის „სოციალური მეწარმეობა-ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, რომელიც გრძელდება 31.01.2019 წლამდე. პროქტის მიზანია, საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება სოციალურ მეწარმეობაში, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების განხორციელება და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

ღონისძიების მხარდამჭერები: „ფოთის საზღვაო ნავსადგური“; მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“; მშრალი ხილის მწარმოებელი ქართული კომპანია „ქარელის ხილი“; კომპანია „სარაჯიშვილის სახლი“; „ქინქი დიზაინი“; მუსიკალური ბენდი „მიქსტურა“; სოციალური საწარმო „მუსთერაპია“.

ღონისძიების მედია პარტნიორები არიან: გადაცემა „საქმიანი დილა“; საინფორმაციო სააგენტო „publicity.ge”; „ტაბულა“; „ლიბერალი“; გაზეთი „Georgia Today”.

საკონტაქტო პირი:
ნათია მეტრეველი
საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
დელისის I შესახვევი 5ა.
ტელ/ფაქსი: (+995 32) 2399019;
მობ: +995 599 911 577
ელ-ფოსტა: natia@csrdg.ge;
წაკითხულია: 402