ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა

ძირითადი განსხვავება პიარსა და რეკლამას შორის არის ის, რომ პიარი (საზოგადოებასთან ურთიერთობა) ესაჭიროება ყველა კომპანიასა და ორგანიზაციას, რეკლამა კი არა. რეკლამისაგან განსხვავებით პიარი (საზოგადოებასთან ურთიერთობა) ხანგრძლივი მოქმედების სტრატეგიებს შეიმუშავებს, რეკლამის პრიორიტეტი კი მისი ლაკონურობა და სწრაფი შედეგია.

 

იმისათვის, რომ კომპანიამ პრესაში თუნდაც მარტივი სარეკლამო განცხადება გააკეთოს, მან ამისათვის უნდა გადაიხადოს გარკვეული თანხა. პრესრელიზი და ინტერვიუ კი პრესაში უფასოდ იბეჭდება. თანაც, პრესრელიზი და ინტერვიუ სარეკლმაო განცხადებისაგან განსხვავებით მკითხველს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის და უფრო მეტ ნდობას იმსახურებს, რადგან როგორც წესი პრესის და არა კომპანიის ინიციატივით იბეჭდება. მედიაში გავრცელებული პრესრელიზის შინაარსის ბეჭვდით და ელექტრონულ მედიაში მოხვედრა უკვე ფაბლისითია.

 

თუ რეკლამას მხოლოდ ერთი ფოკუს ჯგუფი ჰყავს, ანუ მყიდველი, პიარის (საზოგადოებასთან ურთიერთობის) ფუკუს ჯგუფს წარმოადგენს ყველა ის იურიდიული თუ კერძო პირი ვისთანაც კომპანიას აქვს, ჰქონია ან ექნება ურთიერთობა. ესენია: მომხმარებლები, მასმედიის წარმომადგენლები, პარტნიორები და ა.შ.

 

• მარტივად, რომ წარმოვიდგინოთ, რეკლამა ეს არის ფასიანი ფაბლისითი. მისი მიზანია გაყიდვების ხელშეწყობა. რეკლამა შეიძლება განვათავსოთ გაზეთსა და ჟურნალში, რადიოსა და ტელევიზაიში, ბილბორდებისა და ბროშურების მეშვეობით, აგრეთვე სხვა გადამცემი საშუალების გამოყენებით.

• რეკლამა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედებს ინფორმაციის ფასიანი საშუალებების გამოყენების მეშვეობით. მისი მიზანია ორგანიზაციის, პროდუქციის ან იდეის პოპულარიზება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.

• რეკლამა ხელს უწყობს გაყიდვების გაზრდას. იგი ახდენს მომხმარებელთა ინფორმირებას პროდუქტის პარამეტრების, ფასის, გამოყენების წესებისა და გაყიდვის ადგილების შესახებ. რეკლამა ახდენს კომპანიის იმიჯის ფორიმრებას. იგი ხდება კომპანიის ლიდერობის სიმბოლო.

 

სასარგებლო ტერმინოლოგია:

• კორპორაციული რეკლამა – რეკლამა, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის მიწოდებას ამა თუ იმ კორპორაციის ან კომპანიის არსებობისა და საქმიანობის შესახებ.

• კომერციული რეკლამა – რეკლამა, რომელიც რომელიმე ნაწარმის ბაზარზე გაყიდვის მიზანს ემსახურება. 

განმარტება # 1

ფაბლისითს აიგივებენ უფასო რეკლამასთან. ეს არის პრესაში დაბეჭდილი ან ტელევიზიით გაშუქებული სიახლე. პრომოუშენისა და რეკლამისგან განსახვავებით ინფორმაციის წყარო არ იხდის ფულს თავისი სიახლის გამოქვეყნებაში. ფაბლისითის, ერთ-ერთი ნათელი მაგალითია მთავრობის, კერძო კომპანიების და სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პრესრელიზები, მედია ანონსები და სხვა. კომუნიკაციის ამ იარაღს იყენებნ კერძო კომპანიები და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებისათვის საკუთარი მომსახურებების ან პროდუქტების წარდგენის მიზნით.

 

განმარტება #2

გამოჩენილი პიარ სპეციალისტის, სკოტ კატლიპის მიხედვით ფაბლისითი, ეს არის გარე წყაროდან მომდინარე ღირებული ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება მედიის მიერ. ეს ღირებულება კი განისაზღვრება ინფორმაციის სიახლით. ფაბლისითი არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში შეტყობინების განთავსების არაკონტროლირებადი მეთოდი, რადგან წყარო არ იხდის ფულს ინფორმაციის გავრცელებისათვის და მისი შემდგომი განთავსებისათვის.

 

განმარტება #3

რუსული პიარ ენციკლოპედიის მიხედვით, ფაბლისითი, როგორც მარკეტინგული კომუნიკაციის ნაწილი, კომპანიას აძლევს საზოგადოებისა და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირების მრავალგვარ საშუალებას.

აქ იგულისხმება:

• ახალი პროდუქტისა ან მომსახურების ანონსირება

• ძველი პროდუქტის რეპოზიციონირება

• რთული პროდუქტის სამომხმარებლო თავისებურებების განმარტება

• კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირება

 

განმარტება #4

Wikipedia – ს ლექსიკონის მიხედვით, ფაბლისითი არის მიზანმიმართული მცდელობა მივაღწიოთ საზოგადოების მიერ ამა თუ იმ საგნის სასურველი რაკურსით აღქმას. ფაბლისითის წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანები, პროდუქტები ან მომსახურება, სხვადასხვა ორგანიზაციები, ხელოვნების ნიმუშები და ა.შ. მარკეტინგული თვალსაზრისით, ფაბლისითი არის სტიმულირების (Pრომოტიონ) პრომოუშენის ერთ-ერთი კომპონენტი. სხვა კომპონენტებს შორის აღსანიშნავია რეკლამა, გაყიდვების სტიმულირება და პერსონალური გაყიდვები. ფაბლისითი არის პროდუქტთან ან ბრენდთან დაკავშირებული კომუნიკაციის მენეჯმენტი, რომელიც ფირმას აკავშირებს სამიზნე აუდიტორიასთან. ის უმთავრესად გამოიხატება ინფორმაციული აქტივობის სახით, თუმცა მისი საბოლოო მიზანია პროდუქტის, ბრენდის ან სერვისის სტიმულირება (პრომოუტირება). ფაბლისითის გეგმა არის პროგრამა, რომელიც მიმართულია სასურველი მედია გაშუქების მოსაპოვებლად. ფაბლისითის ძირითადი იარაღია პრესრელიზი, თუმცა არსებობს სხვა საშუალებებიც, კერძოდ, პრესკონფერენციები, პრესტურები, ვიდეორელიზი, ინტერნეტრელიზი. იმისათვის, რომ რელიზი იყოს მოხმარებადი მედიის მიერ, იგი უნდა პასუხობდეს კონკრეტული მედიასაშუალების აუდიტორიის ინტერესებს.

 

განმარტება #5

ფაბლისითი, ეს არის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, რომელიც გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას თვენი პროდუქტის შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გამოყენებით. მცდარია აზრი, თითქოს ფაბლისითი არის ყიდვა-გაყიდვის ობიექტი. კომპანიის, პროდუქტის ან მომსახურების ფაბლისითი იწვევს დაინტერესებას ჟურნალისტების მხრიდან და ისინი უზრუნველყოფენ მომხმარებალთა ინფორმირებას.

გააგზავნე პრესრელიზი

პრესრელიზის გამოწერა