ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/07/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
"დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის" წარმომადგენლებმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში მიიღეს მონაწილეობა
25-დან 28 ივნისის ჩათვლით, დანიაში, ქალაქ კოპენჰაგენში, “დემოკრატიის სამიტი 2019” გაიმართა. ღონისძიება მეორედ ჩატარდა და მასში 75-ზე მეტი ქვეყანა და 450 სტუმარი მონაწილეობდა.
წელს სამიტში „დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრის“ (Democracy Frontline Center) დამფუძნებელი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, ნინო ევგენიძე და ამავე ცენტრის დირექტორი დევიდ კრამერი მონაწილეობდნენ. ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სამუშაო შეხვედრა გაიმართა სამიტის წევრებთან და პროექტის ორგანიზატორებთან. ასევე სპეციალური შეხვედრა შედგა, ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან, ანდრეს ფონგ რასმუსენთან, რომელიც სამიტის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ნინო ევგენიძესთან და დევიდ კრამერთან დაგეგმილ შეხვედრაზე, ბატონმა რასმუსენმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა ახალი ცენტრის მიმართ და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმიდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვანია მსგავსი ინსტიტუტების საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე იმ ქვეყნებში სადაც ორგანიზაცია აპირებს მუშაობის გაფართოებას. „საქართველო, ამიერკავკასია, თურქეთი, უკრაინა, მოლდოვა, ბელორუსია და რუსეთი, ეს ის ქვეყნებია, სადაც ცენტრის საქმიანობა კიდევ უფრო საინტერესო იქნება და მეტ დახმარებას გაუწევს სახელმწიფოებს დემოკრატიული გზით განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, როგორიცაა დევიდ კრამერი და ფრენსის ფუკუიამა, რომლებსაც დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მსოფლიო დემოკრატიაში. ქალბატონ ნინოსთან ჩვენ მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა გვაკავშირებს და იმედია ცენტრთან თანამშრომლობაც ასევე წარმატებული იქნება“,- განაცხადა შეხვედრაზე ბატონმა რასმუსენმა.
სამუშაო შეხვედრაზე დაიგეგმა დემოკრატიის ფრონტისპირა ცენტრისა და დემოკრატიის სამიტის შემდგომი თანამშრომლობა. ასევე განიხილეს ის სამომავლო პროექტები, რომლებსაც მხარეები ერთობლივად განახორციელებენ საქართველოში.
კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტი 2018 წლიდან იმართება და მისი მიზანია დემოკრატიის წინაშე მდგარი აქტუალური საკითხების განხილვა და კონკრეტული გზების დასახვა. სამიტზე წელს სხვადასხვა ფორმატის დისკუსიები და შეხვედრები გაიმართა და მასში 450-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 322
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge