ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/02/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის $68 მლნ. გრანტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონფერენცია თემაზე „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინფრასტრუქტურული პროექტები - 2018” გაიმართა.
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოში გრანტის სახით 68 მილიონ აშშ დოლარამდე თანხის ინვესტირება მოხდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებისთვის.
მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: - „დღევანდელ კონფერენციაზე წარმოვადგინეთ 68 მილიონი დოლარის გრანტის ფარგლებში დაგეგმლი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტებს. აღნიშნული თანხიდან 20 მილიონი დოლარის შესყიდვები მიმდინარე წელს განხორცილედება. 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტიდან 68 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება ინფრასტურქტურულ პროექტებზე, რომელიც მოიცავს საჯარო სკოლების სრულ რებილიტაციას და აღჭურვას, ასევე პროფესიული სასწავლებლების ლაბორატორიებითა და სიმულატორებით მოწყობას და სან დიეგოს სახელმწიფო უნივესიტეტის აუდიტორიებისა და სამეცნიერო ლაბორატორიებით უზრუნველყოფას.“
2018 წელს, ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში, დაგეგმილია თბილისში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი 4,750 კვადრატული მეტრი კორპუსის შიდა სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.
2015 - 2017 წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა საქართველოს რეგიონებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია (მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, შიდა ქართლში, კახეთსა და ქვემო ქართლში) და დამატებით დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის რეგიონში. 2018 წელს დაიწყება 33 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასავლეთ საქართველოში.
ორგანიზაციის შესახებ
2017-2018 წწ. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურა. 2017 წელს ფონდმა შეისყიდა 4 მლნ აშშ დოლარის უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და სიმულატორები ფონდის მიერ დაფინანსებული პროფესიული განათლების 45 ახალი პროგრამისთვის.
წაკითხულია: 680
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge