ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/06/2019
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო მეორე კომპაქტის მიღწევების პრეზენტაციას გამართავს
21 ივნისს, პარასკევს, 18.30 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის მიღწევების პრეზენტაციას „აშშ-საქართველოს პარტნიორობა ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდისთვის“ გამართავს.
ღონისძიება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს ორგანიზებით იმართება და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ხელმძღვანელი სინტია ჰუგერი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მეორე კომპაქტით, 140 მილიონი დოლარის გრანტით განხორციელებული საგანმანთლებლო პროექტების შედეგების პრეზენტაცია. პარალელურად გაიმართება თემატური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების პროექტების მიღწევები დ შედეგები.
ღონისძიება საზეიმო მიღებითა და ქართველი და ამერიკელი შემსრულებლების მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტით დასრულდება, სადაც მონაწილეობას თბილისის ბიგ ბენდი (საქართველო) და გუნდი „Capitol Hill Chorale“ (აშშ) მიიღებენ.
ორგანიზაციის შესახებ
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ: 2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ.
წაკითხულია: 260