ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/01/2018
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2017 წლის ბოლოს მნიშვნელოვან მიღწევებს ითვლის
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 2017 წელს ზოგადი, პროფესიული და უმაღლეს განათლების მიმართულებით მუშაობას მნიშვნელოვანი შედეგებით ასრულებს. შედეგები შთამბეჭდავია როგორც რიცხობრივი მაჩვენებლებით, ასევე სექტორში მიღწეული ცვლილებებით.
• მოსწავლეებისთვის სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით ფონდმა სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარა 14 საჯარო სკოლას. ჯამში რეაბილიტირდა 15,749.54 კვადრატული მეტრი ფართი, ყველა სკოლა აღიჭურვა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით და 6007 მოსწავლე საერთაშორისო სტანდარტის და მოთხოვნების სასწავლო გარემოში შეხვდა ახალ სასწავლო წელს. ასევე, დაიწყო 28 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. განმანათლებლეთა პროფესიული განათლების მიზნით გადამზადდა 2045 საჯარო სკოლის დირექტორი (მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლის 171 დირექტორი), 1809 საჯარო სკოლის ფასილიტატორი, და 16,188 (მათ შორის 1,559 არაქართულენოვანი) საბუნებისმეტყველო საგნების საჯარო სკოლის მასწავლებელი.

• შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების დანერგვის მიზნით, ფონდის დაფინანსებით, 45 ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდა, რომლიდან 26 პროგრამაზე მიღება 2017 წელს უკვე გამოცხადდა. პროფესიული სასწავლებლებისთვის ფონდმა შეისყიდა 5 მილიონი აშშ დოლარის თანამედროვე აღჭურვილობა, სიმულატორები და დანადგარები; პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობისა და პროფესიული განათლების იმიჯის ასამაღლებლად, საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 20 ახალი პროექტი დაფინანსდა.

• უმაღლესი განათლების ხელშწეყობის მიზნით 2017-18 სასწავლო წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა დაიწყო ბაკალავრიატის ორი ახალი პროგრამა: სამოქალაქო მშენებლობასა და სამშენებლო ინჟინერიაში; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფონდმა რეაბილიტაცია ჩაუტარა და თანამედროვე აღჭურვილობით მოაწყო 4,250 კვადრატული მეტრის სასწავლო ინფრასტრუქტურა;
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე 2017 წლის მნიშვნელოვან მიღწევებს გამოყოფს და 2018 წლის გეგმებზე საუბრობს.

– 2017 წელს განხორციელებული აქტივობების შედეგად ორი მნიშვნელოვანი მიღწევა შეგვიძლია გამოვყოთ: 45 ახალი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დაწყება და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს პროექტის ფარგლებში, ორი ახალი აშშ-ში აკრედიტებული საბაკალავრო პროგრამის დამატება: სამოქალაქო ინჟინერია და სამრეწველო ინჟინერია. გარდა ამისა გვაქვს, ინოვაციური მიდგომები, რომელსაც ფონდის საქმიანობის ყველა მიმართულებით ვახორციელებთ.
2018 წლის მნიშვნელოვანი ამოცანაა, ფონდის მიერ დაწყებული და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული თითოეული პროექტის მდგრადობის სტრატეგიისა და გეგმის შედგენა, რაც უზრუნველყოფს ფონდის მიერ წამოწყებული საქმეების გაგრძელებას კომპაქტის შემდგომ პერიოდშიც, 2019 წლის შემდგომ.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 648