ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
12/06/2018
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებულ სასწავლო ორგანიზაციებთან ერთად, პროფესიულ განათლებაში გენდერულ და თანასწორობის საკითხებზე შეხვედრა გამართა.
სამუშაო შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში დაფინანსებული ორგანიზაციების მონაწილეობით გაიმართა. ფონდის მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა, მიღებული გრანტით, შექმნეს ახალი, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამები.
მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე, სასწავლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პროექტების განხორციელების პროგრესზე ისაუბრეს და დღემდე გაწეული საქმიანობა გენდერულ და სოციალურ ჭრილში განიხილეს. ასევე, იმსჯელეს, თუ როგორ აისახა პროექტში სოციალური და გენდერული თანასწორობის ასპექტების ინტეგრირება გოგონებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების რაოდენობაზე; როგორია გენდერული ბალანსი მასწავლებლებში. შეხვედრისას, მონაწილეებმა განიხილეს სასწავლო გარემოს ადაპტირების საკითხი, გენდერულად მიუკერძოებელი სწავლა-სწავლების პრაქტიკა და სასწავლო მასალები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და პროფესიული განათლების პროგრამების განმახორციელებელი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების წარმომადგენლები.
“გენდერული და სოციალური თანასწორობა გამჭოლი პრიორიტეტია ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის. შესაბამისად, ყველა ჩვენს აქტივობაში ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა იმ სტრატეგიებსა და პოლიტიკას, რასაც ჩვენ მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროფესიული განათლების პროვაიდერი ახორციელებს. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება გენდერული და სოციალური ასპექტების ინტეგრირება იმ 42 ახალ საგანმანათლებლო პროგრამაში, რომლებიც გასულ წელს დავიწყეთ. ჯამში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 12 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა 10 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლებმაც 2017-2018 წლებში საქართველოში უკვე დაიწყეს ახალი საგანმანათლებლო პროგრამები.“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.
ორგანიზაციის შესახებ
ტრადიციული მრგვალი მაგიდის შეხვედრების ციკლი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს მიერ არის ორგანიზებული, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, $140მლნ-ის კომპაქტს ახორციელებს განათლების სექტორში და მიზნად ისახავს ეკონომიკის ზრდას ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების გზით.
გენდერული უთანასწორობა ხშირად ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია. ამიტომ, ფონდის მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებელის უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური ჩართულობა და გენდერული ინტეგრაცია კომპაქტის ყველა პროგრამაში.


საკონტაქტო პირი:
გიორგი კოპალეიშვილი - მთავრობასთან, ბიზნესთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი.
595 29 89 89
GKopaleishvili@mcageorgia.ge
წაკითხულია: 45