ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/09/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016-2017 წლებში დაასრულა 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში 2016-2017 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 30 საჯარო სკოლა მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტირდა 70 ათასი კვადრატული მეტრი ფართი და სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 10,000-ზე მეტი მოსწავლისთვის.
პარალელურად მიმდინარეობს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია კახეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ჯამში რეაბილიტაცია უტარდება 62 ათას კვადრატულ მეტრ ფართს. სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 13 ათასი მოსწავლისთვის.
18 სექტემბერს, 30 რეაბილიტირებული სკოლიდან ერთ-ერთი ხაშურის შოთა რუსთაველის სახელობის მე-9 საჯარო სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა საზეიმოდ გახსნეს.
„დღეს 30 ახლადრეაბილიტირებული სკოლა ხვდება სასწავლო წელს. ჯამში 100–მდე სკოლას ჩავუტარებთ რეაბილიტაციას და ვიმედოვნებთ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს სწავლა–სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებით ხელს უწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო განთლების ხარისხის გაძლიერებას, შესაბამისად თანამედროვე სასწავლო ლაბორატორიებით ჩვენ მიერ რეაბილიტირებული სკოლების აღჭურვა ხელს შეუწყობს აღნიშნული დისციპლინების გაძლიერებას.“ – განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ სკოლის ადმინისტრაციასთან საუბრის დროს ყურადღება სასწავლო გარემოს მნიშვნელობაზე გაამახვილა:


„სხვადასხვა კვლევით დამტკიცებულია, რომ სასწავლო გარემო გავლენას ახდენს მასწავლებლისა და მოსწავლის მოტივაციაზე და აისახება აკადემიურ მოსწრებაზე. სამწუხაროდ, ხშირი არ არის მსგავსი სკოლები საქართველოში. აქ ყველა გარემოა შექმნილი იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ისეთი განათლება, რასაც იმსახურებენ. სკოლის რეაბილიტაციამ ერთი მოსწავლის ბედიც რომ შეცვალოს, მარტო ამისთვის ღირს ძალისხმევა, თუმცა, დარწმუანებული ვარ, რომ რეაბილიტირებული სკოლა ბევრი მოსწავლისთვის სასიკეთო ცვლილებებს მოიტანს.“ – აღნიშნა მან.
ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, სკოლების რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვა მოსწავლეებს მსოფლიო დონის განათლების მიღებაში დაეხმარება.
„მოხარული ვარ სამინისტროსთან და ფონდათან ერთად საზეიმოდ გავხსნათ ხაშურის მე-9 საშუალო სკოლა. აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეშვეობით, აფინანსებს საქართველოში საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტს. ჩვენ შევძლებთ, რომ მოსწვალეებს მივცემთ მსოფლიო დონის განათლება, რაც თავის მხრივ საქართველოს გაძლიერებას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს.“– განაცხადა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიორე კომპაქტის დაფინანსებით. პროექტის მიზანია საჯარო სკოლების სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაცია, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებით აღჭურვა და მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 159
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge