ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/06/2018
ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
15 ივნისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია შედგა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.
მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრები.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად განვითარებისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და აისახება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაში. ფონდის ეგიდით განხორციელებულ ყველა აქტივობაში ხდება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ასპექტების ინტეგრირება“, აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში ქალთა როლის გასაძლიერებლად.
შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებენ საერთო მიზნებს, რაც გულისხმობს ქალების ბიზნესში მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, უკეთესი პირობების შექმნას განათლების მისაღებად, კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.
ორგანიზაციის შესახებ
ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის განცხადებით, ბიზნესლიდერთა ფედერაცია კიდევ ერთ ძალიან საპასუხისმგებლო ინიციატივას ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად - „გვჯერა, რომ ბევრი პრობლემის დაძლევა, ფინანსურ და თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და სწრაფი წინსვლა მხოლოდ ქალების აქტიური მონაწილეობით და განათლებაზე განსაკუთრებული ძალისხმევით მიიღწევა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ქალების ბიზნეს აქტივობას, განათლებას, მათ საზოგადოებრივ საქმიანობას და პროფესიულ განვითარებას,“ განაცხადა ნინა კობახიძემ.
წაკითხულია: 140