ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/01/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალში 20 გუნდი გადავიდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2017-2018 წლის ნახევარფინალში, კონკურსის ექსპერტთა კომისიის გადაწყვეტილებით, 20 გუნდი გადავიდა. შესაბამისად, კონკურსის მეორე ეტაპზე ინოვაციურ პროექტებსა და გამოგონებებს თბილისის, ბათუმის, ვანის, თელავის, სოფელი პატარძეულის, რუსთავის, ქუთაისის, სოფელი ქსოვრისის, ხონის და სოფელი წილკნის სკოლების გუნდები წარმოადგენენ. კომისიამ, ნახევარფინალში გადასული გუნდები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა.
ათასწლეულის ინოვაციის ნახევარფინალში გასულმა 20 გუნდმა, კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, კომისიის წინაშე უნდა წარმოადგინოს საკუთარი პროექტების პრეზენტაციები, რის შედეგადაც გამოვლინდება ფინალისტი გუნდები.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2018 წლის აპრილში, თბილისში. კონკურსის ფინალში, გუნდები კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს, პროტოტიპებს. წარმოდგენილი, დასრულებული პროექტების მიხედვით, ექსპერტთა კომისია შეარჩევს პირველ, მეორე და მესამ ადგილებზე გასულ გუნდებს, რომელთაგან პირველ ადგილზე გასული, 2018 წლის მაისში, გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონში.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.
კონკურსი ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ეტაპზე გასული პროექტების სია:
1. რობოტი ლაბორანტი | მწვანე სკოლა, აია-ჯესს | თბილისი;
2. კესლერის სინდრომის თავიდან აცილების მეთოდი | ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია, მე-12 საჯარო სკოლა | ხონი, ქუთაისი;
3. ყურძნის უწამლი ჯიშებიდან მიღებული ბიოლოგიურად აქტიური კვებითი დანამატების ტექნოლოგია | ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი | სოფ. პატარძეული;

4. ქარის ტურბინები ქართული ფრთებით | ევროპული სკოლა | თელავი;
5. უნივერსალური შუქნიშანი | აია - ჯესს | თბილისი;
6. HelmetVision | სოფ. წილკნის საჯარო სკოლა | სოფ. წილკანი;
7. გასხივოსნება | აია - ჯესს | თბილისი;
8. Auxilium | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
9. მზის პანელის ენერგოეფექტური მოსაბრუნებელი მექანიზმი | ტექნიკური შემოქმედების გიმნაზია, მე-12 საჯარო სკოლა | ხონი, ქუთაისი;
10. მიწისძვრისას ვერტიკალური და ჰორიზონტალური რხევების უნივერსალური კომპენსატორი | აია - ჯესს | თბილისი;
11. Shield | აია - ჯესს | თბილისი;
12. მეხანძრის ტანსაცმელი დინამიკური თბომედეგობით | მე-2 საჯარო სკოლა | ვანი;
13. ათასწლეულის ინოვაციის პროექტი | ქსოვრისის საჯარო სკოლა | სოფ. ქსოვრისი;
14. ჰელიო წყლის გამათბობელი | მე-2 საჯარო სკოლა, მე-6 საჯარო სკოლა, მე-8 საჯარო სკოლა, მე-15 საჯარო სკოლა | ბათუმი;
15. MediTAP Wristband | სკოლა პროგრესი | ბათუმი;
16. კრიპტო გასაღების კვანტური განაწილება | ევროპული სკოლა | თბილისი;
17. სასწავლო მულტიმეტრი | 199-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
18. აკუსტიკური სიგნალების სპექტრული ანალიზატორის ნეირონული ქსელი | 42-ე საჯარო სკოლა | თბილისი;
19. ჰოლოგრამული გიდი | 136-ე საჯარო სკოლა, სკოლა „რეცა“ | რუსთავი, თბილისი;
20. ლაზერული არფა | აია - ჯესს | თბილისი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 821
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge