ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
01/06/2017
აღმოსავლური ცეკვების ვარსკვლავურ ქორეოგრაფად წოდებული ელენა ჩიხლაძის წარმატება
აღმოსავლური ცეკვების ქართველ შემსრულებელს და ქორეოგრაფს ელენა ჩიხლაძეს უკვე მსოფლიოს მაშტაბით იცნობენ და აღიარებენ. ეგვიპტეში, ქ. ქაიროში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე „SALAMAT MASR“ უკვე მეორეჯერ სახელოვანი ქორეოგრაფის ჯილდო გადაეცა. ქართველი მოცეკვავე ექვსი წელია ეგვიპტეში გამართულ ყველაზე ცნობილ, A კლასის ყოველწლიურ ცეკვის ფესტივალზე მასტერკლასებს ატარებს, ბოლო ორი წელი კი საქართველო ხსნის ამ ფესტივალს, როგორც ოქროს გვირგვინის მფლობელი. ელენა საკმაოდ ცნობილი და აღიარებულია აღმოსავლური ცეკვების ლეგენდარული მოცეკვავეების, ქორეოგრაფიისა და ფოლკლორის პროფესორების მიერ (აფიფი და ჰასან ჰალილი). თეატრისა და კინოს ლეგენდა მონა ელ საიდი თვლის ელენას ძველი სკოლის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად, ჰენდეა, ზიზი მუსტაფა და ნაგვა ფუადი, ყველაზე სახელოვანი მსახიობები და მოცეკვავეები აღიარებენ ელენას ნიჭს.
ელენა ჩიხლაძე საქართველოში აღმოსავლური ცეკვის განვითარებით არის დაკავებული. 2003 წლიდან არის საქართველოში აღმოსავლური ცეკვების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტი, IDO-ს კომიტეტის ხელმძღვანელი, აღმოსავლური ცეკვის სკოლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი უკვე 15 წლის განმავლობაში. ელენა ასევე არის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი.
ელენა ჩიხლაძე მრავალ საერთაშორისო ცეკვის ფესტივალებში მონაწილეობდა, როგორც ქორეოგრაფი და ჟიურის წევრი: ეგვიპტე, ქაირო „SALAMAT MASR“, საფრანგეთი, ნიცა „Raqs Sharky Stars“ საბერძნეთი, კრეტა „ Cairo by Night“, ლატვია, რიგა „Juventa“, შვეიცარია, ჟენევა „Cabaret Oriental“ და მრავალი სხვა.
მსოფლიო დონის ექსპერტი, პერკუსიონისტი და კომპოზიტორი ხოსამ რამზი (ლედ ზეპელინ კაშმირის ტურნეს მონაწილე, დღემდე მრავალი მსოფლიო დონის ვარსკვლავთან თანამშრომლობს, დისკოგრაფია - 50 ალბომი) წერს: „ელენას შესრულება არის ღრმა და ამაღელვებელი, ეს იყო სრულყოფილი და ექსპრესიული შესრულება კომპოზიცისა “Pensando en Ti“ რაც კი ოდესმე მინახავს“
ორგანიზაციის შესახებ
ასევე ცნობილი გიტარისტი მიგუელ ესპინოზა აბობს: „აღფრთოვნებული ვარ ელენა ჩიხლაძის ქორეოგრაფიით, მან იდეალურად შეასრულა ცეკვა „Duende“, მისი შესრულება აღმოსავლური და ანდალუსიური კლასიკური ქორეოგრაფიის შედევრია”
2017 წელს აღმოსავლური ცეკევების სახელოვანი ქართველი მოცეკვავე ელენა ჩიხლაძე მიწვეულია საერთაშორისო ფესტივალებზე სტოქჰოლმში, მადრიდსა და სეულში.
წაკითხულია: 215
პერიტუს გრუპი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები