ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორმა მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა გახსნა
2019 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შონ ქეირნქროსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პირველად ეწვია. ახალი აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად ქეირნქროსი სოფელი მარტყოფის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორმა კახა კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებმა.
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვიღებ მონაწილეობას მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის გახსნაში. 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც გასწია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, დაეხმარება ქვეყანას გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო საგნების 20 000-მდე პედაგოგის გადამზადება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. მარტყოფის სკოლის ინფრასტრუქტურა არის ყველასთვის მაგალითის მიმცემი, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო სასწავლო გარემოში შეძლონ სიახლეების ძიება“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ქეირნქროსმა.
„ახალ სასწავლო წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 13 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნით იწყებს, მათ შორის არის მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა, რომელიც დღეს საზეიმოდ გავხსენით. ჩვენი ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 37 000-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს შესაძლებლობა, განახლებულ უსაფრთხო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილს 91 საჯარო სკოლაში მიიღოს განთლება უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი), რომელიც კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა 2014 წელს დაიწყო და ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობად. კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო. შესაბამისად, ხუთი წლის განმავლობაში, ფონდმა განახორციელა საგანმანთლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. ჯამში, ათასწლეულის გამოწევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 37 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 181
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge