ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
19/06/2018
აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდის მიზნით ახალ პროექტებს დააფინანსებს
19 ივნისს, სასტუმრო თბილისი რუმსში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, აშშ-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.
პრეზენტაციის მონაწილეებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე სონია შარიგიანი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი მარიკა ზაქარეიშვილი მიესალმნენ.

დაფინანსებული პროექტების მეშვეობით, ახალი ინოვაციური პროფესიული პროგრამები შემუშავდება, მათ შორის მწვანე სექტორის დარგში, დაინერგება ახალი მეთოდები დუალური განათლების, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლებისა და ინკლუზიური განათლების მიდგომები, ასევე ხელი შეეწყობა გოგონების დაინტერესებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალობებით, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას,
„პროექტის საბოლოო მისიაა, საქართველოში ისეთი პროფესიული განათლების პროგრამები დავაფუძნოთ, რომლებიც შრომის ბაზრის და დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისად იქნება შემუშავებული და დანერგილი. რაც საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის - დასაქმებასა და ასევე თანამედროვე, მაღალხარისხიანი პროფესიული განათლების დანერგვას“ - განაცხადა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

საგრანტო კონკურსი საქართველოში უკვე მესამედ ჩატარდა, მისი მთავარი მიზანია პროფესიული განათლების მიმზიდველობის გაზრდა. მესამე რაუნდში 43 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც დაფინანსდა 10 განაცხადი, ჯამური ბიუჯეტით 190,295 აშშ დოლარი, საიდანაც საგრანტო თანხა 177,010 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 7% (13,285 აშშ დოლარი) - კერძო სექტორის თანადაფინანსებას. 2016-2017 წლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ, მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 17 პროექტი. განხორციელებული პროექტების დეტალური აღწერა შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ვებ-გვერდზე: www.iswd.ge.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროექტ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის მესამე რაუნდის გამარჯვებული ორგანიზაციები და მათი პროექტებია შემდეგი:
1. ორგანიზაცია „მწვანე სექტორი“ - პროექტი „მარიკულტურის პროფესიული განათლების პროგრამა“
2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - პროექტი „მწვანე მშენებლობა საქართველოში - ახალი პროფესიული კადრები“
3. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“ - პროექტი „რეციკლირება: ახალი გამოწვევები და ახალი პროფესიული შესაძლებლობები“
4. შპს „ოლივი“ - პროექტი „ სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის ახლებური მოდელის პილოტირება“
5. ორგანიზაცია „ინოვაციები ინკულუზიური საზოგადოება“ - პროექტი „ინკლუზიური მოდელი დუალურ განათლებაში“
6. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ 112 - პროექტი „ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის დუალურ-მოდულარული პროფესიული განათლების პროგრამის შემუშვება 112-ის ტრენინგ ცენტრის ბაზაზე“
7. ორგანიზაცია „კავკასიის ფერები“ - პროექტი „პროფესიულ სასწავლებლებში წარმოებული პროდუქციისა და პროფესიების ცნობადობის ზრდა და კომერციალიზაცია“
8. ორგანიზაცია “Triesdorf Agribusiness Consulting” - პროექტი „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობა ჩართული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამის განვითარებით“
9. ორგანიზაცია „JumpStart GEORGIA“ - პროექტი „ GOGO Code”
10. შპს „არის.ჯი“ - პროექტი „პროფესიული განათლების მიმზიდველობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა“
ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
გიორგი კოპალეიშვილი
ბიზნესთან, მთავრობასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო
535-298989 | gkopaleishvili@mcageorgia.ge

თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტი
577-516363 | tatia.khubulava@pem-consult.de

წაკითხულია: 195