ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
15/11/2016
ბავშვთა საერთაშორისო დღე: მსოფლიოს ორასი ცნობლი მწერალი ერთიანდება ბავშვთა უფლებებისთვის
ჩიმამანდა ადიჩი, პაოლო კოელიო, ქრისტინა ლამი და ნურუდინ ფარაჰი უერთდებიან მწერლებს მთელ მსოფლიოში და წერენ „პატარა ისტორიებს“ ისეთ მსოფლიოზე, როგორიც მათ სურთ ბავშვებისთვის.


ნიუ იორკი, 14 ნოემბერი, 2016 წ. – ორასზე მეტი ცნობილი მწერალი, დრამატურგი და პოეტი გაერთიანდა ამ კვირაში გლობალურ ლიტერატურულ კამპანიაში, დაახლოებით შვიდ-სტრიქონიანი „პატარა ისტორიების“ დასაწერად. ისტორიები მიეძღვნება ბავშვთა საერთაშორისო დღეს და ყურადღებას გაამახვილებს იმ უსამართლობაზე, რასაც ჯერ კიდევ აწყდება მსოფლიოს უამრავი უღარიბესი და ყველაზე დაუცველი ბავშვი. პატარა ისტორიების კამპანიით იწყება გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) დაარსებიდან 70 წლისთავის აღსანიშნავი სიუბილეო ღონისძიებები მსოფლიოს მასშტაბით. შვიდი ათეული წლის განმავლობაში იუნისეფის საქმიანობა მოიცავდა თითოეული ბავშვის დახმარებას და მისთვის იმედის მიცემას.
პატარა ისტორიებს თემაზე „რას ვისურვებდი თითოეული ბავშვისთვის“ სოციალური მედიის საკუთარი გვერდების საშუალებით გაავრცელებენ მსოფლიოს ცნობილი მწერლები. აღნიშნული იდეა ფინეთის პირველ ლედის, იენი ჰაუკიოს ეკუთვნის, რომელიც შემდგომ აიტაცეს მწერლებმა აზიიდან, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ევროპიდან, ახლო აღმოსავლეთსა და ავსტრალიიდან.

საქართველოდან ლიტერატურულ კამპანიაში ჩართულნი არიან პაატა შამუგია, ირაკლი კაკაბაძე, დავით გაბუნია, შოთა იათაშვილი, ნესტან კვინიკაძე, გიორგი ლობჟანიძე, ვასილ გულეური, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე, რატი ამაღლობელი, ლია ლიქოკელი, ლელა სამნიაშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, დათო ქარდავა, ნინო სადღობელაშვილი, ლელა სამნიაშვილი, ლელა ცუცქირიძე, მარიამ წიკლაური, ტორეზა მოსი.
“როგორც მწერლებს, ჩვენ შეგვიძლია კონკრეტული საკითხების ადვოკატირება მარტივად, ამბის მოყოლის გზით. ამ ღირსეული და საჭირო კამპანიით, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ დაიცვან ბავშვების უფლებები მთელ მსოფლიოში,“ აღნიშნავს ცნობილი ნიგერიელი ავტორი, ჩიმამანდა ადიჩე.

მწერალთა ჯგუფში, რომელთა ჟანრობრივი დიაპაზონი მონაცვლეობს ზღაპრებიდან ფანტასტიკის ჟანრამდე, ასევე, შედის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა გამოქვეყნებული ავტორებიდან ერთ-ერთი: შვიდი წლის სამხრეთ აფრიკელი მიშელ ნკამანკენგი. ათზე მეტ ენაზე დაწერილი სხვადასხვა სტილის ყველა მოთხრობა ეხება იმას, რომ ბევრი ბავშვის უფლება კვლავ უგულვებელყოფილია.
კამპანიის დრო ემთხვევა პერიოდს, როდესაც ძლიერდება საფრთხე ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით. 50 მილიონზე მეტმა ბავშვმა კონფლიქტის, სიღარიბის და კლიმატური ცვლილებების გამო დატოვა საკუთარი სახლი და კიდევ მილიონობით ბავშვი აწყდება სასტიკ ძალადობას საკუთარ თემში. დაახლოებით, 263 ბავშვი არ დადის სკოლაში და შარშან თითქმის ექვსი მილიონი ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი გარდაიცვალა ძირითადად იმ ავადმყოფობით, რომლის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო.

“შოკის მომგვრელია, რომ ამდენი ბავშვის სიცოცხლეზე კვლავ ასეთ მძიმე გავლენას ახდენს კონფლიქტის სისასტიკე, უთანასწორობა, სიღარიბე და დისკრიმინაცია. იმედი მაქვს ეს პატარა ისტორიები შეახსენებს მსოფლიოს, რომ უნდა შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ყველა ბავშვის მიმართ, ვისი სიცოცხლე და მომავალიც საფრთხის წინაშეა,“ განაცხადა პალომა ესკუდერომ, გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა.
ჩიმამანდა ადიჩიმ მისი „პატარა ისტორიით“ გახსნა მოთხრობების სერია, რომლებიც გამოქვეყნდება 20 ნოემბრამდე - გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მიღების იუბილემდე.
ორგანიზაციის შესახებ
მულტიმედიური კონტენტის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი გვერდიდან: http://weshare.unicef.org/mediaresources

ინფორმაცია რედაქტორებისთვის:
პატარა ისტორიების ავტორთა სრული ჩამონათვალი მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება იხილოთ აქ (მათ ასევე, გააზიარებენ ავტორები საკუთარი სოციალური მედიის გვერდებზე): www.unicef.org/tinystories


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
მაია ქურციკიძე, გაეროს ბავშვთა ფონდი
+995 32 2251126, 599 53 30 71 (მობ.), mkurtsikidze@unicef.org
www.unicef.ge, https://www.facebook.com/unicefgeorgia

წაკითხულია: 1298