ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
11/08/2016
ბილაინმა თუშეთის მოსახლეობას «თუშეთობა 2016 “ მიულოცა
თბილისი, 11 აგვისტო , 2016 წელი
კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია ბილაინმა დღეს თუშეთის მოსახლეობას სახალხო დღესასწაული ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა 2016“ მიულოცა და მეცხვარეებს საჩუქრად მობილური ტელეფონები გადასცა .
ბილაინი ასრულებს თავის პირობას და აქტიურად აფართოებს დაფარვის არეალს. კომპანიის ქსელით სარგებლობა შესაძლებელია თითქმის მთელ საქართველოში, მათ შორის, თუშეთშიც .
ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, რომ საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს იქ, სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით იზრდება და ამგვარად შეუწყოს ხელი რეგიონს ამ დარგის განვითარებაში, რადგან მობილური კავშირი ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვენლოვანი ფაქტორია
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, თუშეთის მოსახლეობისთვის გადაგვეცა მცირედი საჩუქრები და რომ ამ გზით შეგვიძლია მათ გავუმარტივოთ კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარებისთვის„ გიორგი ტყეშელაშვილი ბილაინის გენერალური დირექტორი.
ორგანიზაციის შესახებ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს
ნათია ღლონტი
+995 5 97970337
წაკითხულია: 1346