ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
05/04/2021
გიორგი ხანიშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ონლაინ შეხვედრაზე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიმდინარე პროექტების ანგარიშს და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.



გიორგი ხანიშვილმა მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერისთვის.


„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ, მჭიდრო თანამშრომლობით, დარგისთვის არაერთი საინტერესო და აუცილებელი პროექტი განვახორციელეთ. მოგეხსენებათ, სამინისტრო, ამჟამად, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10 წლიან გეგმაზე მუშაობს,  სადაც მნიშვნელოვანი იქნება FAO -ს ექსპერტული მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.


„მოხარული ვარ სამინისტროს გუნდთან ეფექტიანი თანამშრომლობით. ჩვენი საქმიანობა პირდაპირკავშირშია სახელმწიფოს მიერ გაცხადებულ პრიორიტეტებთან  სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების და გარემოს დაცვის კუთხით“,- განაცხადა FAO -ს წარმომადგენელმა საქართველოში, მამუკა მესხმა.


შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო სოფლის მეურნეობის სექტორში ENPARD III - ის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, ასევე,  სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის, კერძოს სექტორის კონკურენტუნარიანობის ზრდის ხელშეწყობის პროექტების ფარგლებში მიღწეული შედეგების მნიშვნელობის საკითხები.


ონლაინ შეხვედრას  სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 55