ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
07/10/2020
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გოგონა „მარშუტკით“ – ნინო ჭანიშვილის წარმატება
ნინო ჭანიშვილი ოზურგეთის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ნინომ საკუთარ რეგიონში სცადა საქმიანობის დაწყება, თუმცა პროფესიით მუშაობა ვერ მოახერხა და ისევ თავისი ძალებით გადაწყვიტა ისეთი საქმე დაეწყო რაც მოსწონდა და სარგებელსაც მოუტანდა.
„მართვის მოწმობა მქონდა ახალ აღებული და ახლობელს ვასწავლე მართვის მოწმობის თეორიული ნაწილი და წარმატებით ჩააბარა გამოცდა. აქედან გაჩნდა იდეა გამეხსნა ავტოსკოლა. სკოლამდე კი კერძოდ ვამზადებდი მოსწავლეებს თეორიაში,“ - იხსენებს ნინო
ნინო ჯერ კერძო გაკვეთილებს უტარებდა მსურველებს. თავიდან არც მანქანა ჰყავდა და მამის მიკროავტობუსით დადიოდა, რომლის მართვის მოწმობაც დამატებით აიღო. რაიონში და გაკვეთილებზე ნინო ყველგან მიკროავტობუსით დადიოდა და მალე იგი ოზურგეთში ყველამ გაიცნო, როგორც გოგონა „მარშუტკით“. საკუთარი საქმიანობის შედეგად, ახალგაზრდა გოგონამ ნელ-ნელა გარკვეულ თანხასაც მოუყარა და პირველი მანქანაც შეიძინა. შემდეგ ადგილობრივებიც დაასაქმა, აიყვანა პედაგოგები და ინსტრუქტორები, იქირავა პრაქტიკის მოედანი და ავტოსკოლაც გახსნა. 10 წელია მისი სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია რეგიონში და ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს კვალიფიციური თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღოს. მეწარმე გოგო მუდამ იმის მცდელობაშია დახვეწოს და სრულყოფილი გახადოს საკუთარი სერვისი. გასულ წელს ნინომ ახალი გრანტიც მოიპოვა და ავტოსკოლაში ტექნიკა განაახლა. ამ ეტაპზე უკვე სენსორული მონიტორების საშუალებით მოსწავლეებს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას უტარებენ.
ნინო ჭანიშვილმა ეტაპობრივად საკუთარი ბიზნესიც გააფართოვა და 2500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძინა, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გოგონა „მარშუტკით“ უკვე საკუთარი სივრცე აქვს მეწარმეობისთვის და საქმიანობის გასაფართოებლად. უახლოეს პერიოდში ნინო გეგმავს თანამედროვე სტილის საგამოცდო სივრცის და პრაქტიკული სავარჯიშო ავტოდრომის მოწყობას. წარმატებულ მეწარმეს ასევე დაგეგმილი აქვს, ამავე მიწის ნაკვეთზე ავტოსერვისიც მოაწყოს, რომელიც სრულ ავტომომსახურების შესთავაზებს მომხმარებლებს.
მიმდინარე წელს ნინო პროექტ USAID YES Georgia-ში ჩაერთო და ბაზ ჯორჯიას სასწავლო პროგრამის მონაწილეც გახდა.
„ყველა ახალი პროექტი ჩემთვის ახალი გამოწვევაა წარმოვაჩინო ჩემი თავი, ჩემი საქმიანობა და ჩემი სიტყვა ყველგან ვთქვა, USAID Yes Georgia ჩემთვის არის მეგობრობის, საქმისადმი სიყვარულის, ახალი ცოდნის შეძენის და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის გზა, ასეთი პროექტები არის ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს ჩვენი ნაცნობობა აკავშირებს ჩვენს ბიზნესებს და ბევრი პარტნიორებიც კი გახდნენ, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ და ერთმანეთისგან ძალიან ბევრს ვსწავლობთ რაც ბიზნესის სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია,“ - ამბობს წარმატებული ქალი მეწარმე.
Buzz Georgia USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია. YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 443
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge