ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/08/2018
გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა
24 აგვისტოს ქალაქ თბილისის საკრებულოს ღონისძიებათა დარბაზში გოგონების საერთაშორისო ბანაკის „ქალები მეცნიერებაში“ დახურვის ცერემონია გაიმართა.
ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტი სინტია ჰუგერი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელისაბედ რუდი.
დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბანაკის მონაწილეები და მენტორებიც.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური პარტნიორობის ოფისისა და გაეროს ფონდის პროგრამა „Girl Up-ის“ ერთობლივი ინიციატივით წელს პირველად, საქართველოში, გოგონების საერთაშორისო ბანაკი „ქალები მეცნიერებაში“ (WiSci Georgia) ტარდება. პროექტს აფინანსებენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია, აშშ-ის საელჩო საქართველოში და კერძო სექტორის წარმომადგენლები: Intel, Google, Microsoft და მიკრობიოლოგების ამერიკული ასოციაცია.
„აღნიშნული კომპანიების 70-მდე ტრენერმა მათ ორკვირიანი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაუტარა. ეს ბანაკი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ჩამოვიდნენ საქართველოში ამ მასშტაბის ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. მათ 4 ქვეყნის წარმომადგენელ გოგონებს ტექნოლოგიებში ცოდნის გაღრმავება შესთავაზეს“, - განაცხადა მაღრაძემ.
განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში ახალგაზრდობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა: „ აშშ-ს მხრიდან აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს, მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან ერთად მიიღონ საუკეთესო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. ვფიქრობ, მსგავსი პროექტები გაგრძელდება და უფრო მეტი ახალგაზრდა იქნებდა ჩართული“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
საზაფხულო ბანაკი ახალგაზრდა გოგოებში STEAM (მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის) უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ლიდერობის უნარების ჩამოყალიბებასა და თანატოლებს შორის კულტურული გამოცდილების გაზიარებაზეა ორიენტირებული. ბანაკის წევრები მონაწილეობას იღებენ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამასა და სამეცნიერო პროექტში, რომელსაც ახორციელებენ მენტორებთან და კერძო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად.
ორგანიზაციის შესახებ
საერთაშორისო ბანაკში მონაწილეობას იღებენ 15-18 წლის გოგოები საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
წაკითხულია: 118
შპს გროუინი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები