ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/12/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტი
SOLO და Eastern Promotions, 12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს.
მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის - ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ-პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები.
გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი. აღსანიშნავია, რომ ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა.
დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის ისეთი ლეგენდარულ სიმღერებს, როგორებიცაა “Mona Lisa,” “L-O-V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა.
გრეგორი პორტერი (დაბ. 4 ნოემბერი 1971 წელი) დაიბადა ლოს ანჯელესში; ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა საყვარელი მუსიკოსის - ნეტ კინგ კოულის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა. ლეგენდარულმა ნეტ კინგ კოულმა, მუსიკოსის კარიერაზე, დიდი გავლენა იქონია. „ის იყო მუსიკის მეფე. მან არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა, იმდენად კარგი, რომ მისი ექსტრაორდინალური ტემბრისა და სტილის მოსმენისას, რთულია, არ მოექცე გავლენის ქვეშ. ბუნებრივია, მე მუდმივად მივიწევ ჩემი შთაგონების წყაროსკენ და ჩემი ფესვებისკენ. ეს ფესვები კი, ყოველთვის იქნება დედაჩემი, გოსპელის მუსიკა და ნეტ კინგ კოული.“ - ამბობს გრეგორი პორტერი.
მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე გრეგორი პორტერი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის - ჯაზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზსა და გოსპელს. გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა, 2010 წელს, პირველი ალბომით, „Water“ დაიწყო. „Water“, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებდა.
მომდევნო ალბომი - „Be Good“, მსმენელს მომღერალმა 2012 წელს წარუდგინა. პირველი გრემის ჯილდო კი, „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში, გრეგორი პორტერმა, 2012 წელს, ალბომისთვის - „Liquid Spirit“ აიღო. 2013 წელს, ჯაზ-ვოკალისტი, კიდევ ერთი გრემის მფლობელი გახდა, დისკისთვის - „Take Me to the Alley“.
ორგანიზაციის შესახებ
გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყება, 21 დეკემბერს, მხოლოდ SOLO მომხმარებლებისთვის და ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება; ის, ვინც არ არის SOLO - ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება 28 დეკემბრიდან, ბილეთის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.
ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში. პირველ ეტაპზე, ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ექსკლუზიურად, მხოლოდ SOLO-სთვის. 28 დეკემბრიდან ბილეთების შეძენის შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.
დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.SOLO.ge; http://facebook.com/www.SOLO.ge
წაკითხულია: 89
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge