ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/09/2020
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისა და განათლების ადმინისტრატორებისათვის „დისტანციური სწავლების მართვის სახელმძღვანელო’’ შეიქმნება
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და ააიპ „საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება დისტანციური სკოლის/სწავლების მართვის სახელმძღვანელოს შედგენის შესახებ.
პროექტის მიზანია ქართული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების ეფექტიანად განხორციელებაში, საუკეთესო გამოცდილებათა თავმოყრა როგორც საქართველოს, ისე უცხოური ქვეყნების მაგალითზე, და სკოლის ადმინისტრატორებისათვის ერთიანი სახელმძღვანელო გზამკვლევის შექმნა პრაქტიკული/კონკრეტული რეკომენდაციებითა და ინსტრუქციებით.
პროექტის ფარგლებში შექმნილი სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.
პროექტის ხანგრძლივობაა 6 თვე და იგი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანამშრომლობით და მხარდაჭერით ხორციელდება.
ორგანიზაციის შესახებ
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო განათლება, საშუალო სპეციალური განათლება და უმაღლესი განათლება.

საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია: საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია დაფუძნდა 2016 წელს და მისი მიზანია საქართველოში ეფექტური და ეფექტიანი სასკოლო მენეჯმენტის განვითარების ხელშეწყობა. სოციაცია აერთიანებს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლის ადმინისტრატორებს. სოციაცია გახლავთ მრავალი კონფერენციისა და პრაქტიკული ტრენინგისა და სემინარის ორგანზატორი განათლების მიმართულებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს ჟურნალ " სკოლის მართვას"
წაკითხულია: 245