ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
03/04/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
გუნდ ,,ობერტონის” გზა ნასამდე
21-ე საუკუნის ბავშვებს ხშირად ინდიგო ან ათასწლეულის მოზარდების საუკუნეს უწოდებენ. ეს არცაა გასაკვირი, როდესაც ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და მათ პროექტებს გადავავლებთ თვალს.

სოფიო ჩიხლაძე (გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, X კლასი), მარიამ გამრეკელაშვილი, გიორგი რიგიშვილი, ალექსანდრე ქაჯაია (სკოლა აია-ჯესს, XI კლასი) და იონა იობიძე (ქუთაისის სკოლა ,,პროგრესი”, IX კლასი) - გუნდ ,,ობერტონის” წევრები არიან - გუნდის, რომელმაც NASA-ს ჰიუსტონის კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში გამგზავრების უფლება დამსახურებულად მოიპოვა. მოსწავლეების გამოგონება დიდ დახმარებას გაუწევს ბიოლოგებს და ლაბორანტებს, რომელთაც ექსპერიმენტების მრავალჯერ გამეორება და რუტინულ სამუშაოზე დროის ხარჯვა უწევთ.
მაინც, რას წარმოადგენს გუნდ ობერტონის გამოგონება? ეს არის ბარნის ლაბირინთის ავტომატიზირებული ვერსია. აღნიშნულ ლაბირინთზე ჩატარებული ტესტის საშუალებით ფასდება საცდელი ცხოველების მეხსიერება და მათზე წამლებისა და ქიმიური საშუალებების მათზე ზემოქმედება. ტესტის მიზანია, წამლის მიღებამდე და წამლის მიღების შემდეგ, მიღებული შედეგების შედარება. რუტინისა და დანახარჯის თავიდან აცილების შესანიშნავ ხერხს მიაგნეს მოსწავლეებმა. ბარნის სმარტ-ლაბირინთი ავტომატურად განათავსებს თაგვს მაგიდის ცენტრში, იწერს მის მოქმედებას და ტრაექტორიას, ინიშნავს მაგიდის თითოეულ უჯრასთან თაგვის დაყოვნების დროს და ტესტის სრულ დროსა და ანალიზს მზა სახით აწვდის ბიოლოგს.

,,ჩვენი გამოგონება სრულიად ახალი და ინოვაციური ნაბიჯია მედიცინასა და ბიოლოგიაში, რადგან იგი საშუალებას გვაძლევს, შევამოწმოთ ახალი მედიკამენტის გავლენა მეხსიერებაზე, რაც მთავარია, სრული სიზუსტით,” - აღნიშნავს გუნდის ერთ-ერთი წევრი, მარიამ გამრეკელაშვილი.

რაც შეეხება პროექტის შექმნის იდეას - როგორც ახალგაზრდა გამომგონებლები ამბობენ, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც თავად ნახეს, თუ როგორ ატარებდნენ ბიოლოგები ბარნის ლაბირინთზე ცდებს და გააანალიზეს, თუ რამხელა შრომის გაწევა იყო საჭირო შედეგების მისაღებად. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს, ავტომატიზირებული გაეხადათ ლაბირინთი. იმის გამო, რომ დაავადებები საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და მათ აღმოსაფხვრელად შეზღუდული აქვთ დრო მეცნიერებს, ეს პროექტი, ამ მხრივაც, უნიკალურია - კვლევაც მარტივდება და ზუსტ შედეგსაც უფრო მალე ვიღებთ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა. კონკურსის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. ეს, ფონდის მხრიდან, ფინალისტებისთვის ფინანსურ მხარდაჭერასა და პროექტების განვითარების შესაძლებლობის მიცემაში გამოიხატება.

როგორც ,,ობერტონის” ერთ-ერთი წევრი - სოფიო ჩიხლაძე ამბობს, მათი გეგმები ახლა კიდევ უფრო დიდია და, სამომავლოდ, დაინტერესების შემთხვევაში, კონკრეტულ ლაბორატორიებში ფიქრობენ მოწყობილობის დანერგვას. გარდა ამისა, მათთვის განსაკუთრებული მოტივაციაა ის, რომ ნასას ჰიუსტონის ცენტრში ერთკვირიან პროგრამას დაესწრებიან და ისეთ ადგილებსაც დაათვალიერებენ, სადაც ჩვეულებრივ დამთვალიერებლებს არ უშვებენ.

გამარჯვება არ იყო მარტივი. გამარჯვებულთა გამოვლენამდე, ექსპერტთა კომისიამ ჯერ 92 გუნდისგან 30 ნახევარფინალისტი შეარჩია, შემდეგ, 13 ფინალისტი გამოვილინდა და ბოლოს, სამი გამარჯვებული დასახელდა.

ახლა, წინ NASA და მთავარი გამოწვევაა - აღებული ტემპის და წარმატების შენარჩუნება.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი უკვე მეხუთე წელია წარმატებით ტარდება. წელს კონკურსში მონაწილეობა 400-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო, მეორე ეტაპზე კი 13 გუნდი გადავიდა. წელს კონკურსის პარტნიორია „თიბისი ბანკი“, ტექნოლოგიური მხარდამჭერი კი - "სილქნეტი".
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 197
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge