ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/09/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
დამზადებულია საქართველოში, გალში!
მალო კოტუა ახალგაზრდა მეწარმე გოგონაა გალიდან. მალოს და მის მეუღლეს ზუგდიდში რამოდენიმე წელია პატარა საწარმო“ malohandmade“ აქვთ, სადაც სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებსა და აქსესუარებს ამზადებენ.
„გამოფენებზე თუ ჩვენებებზე ყველგან ჩემს პატარასთან ერთად ვარ. გალში ვერავის ვერ ვუტოვებ. ზუგდიდში მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს პატარა საწარმო“ malohandmade“, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთებს და ვუშვებთ რეალიზაციაში. გვაქვს სოციალური გვერდი https://www.facebook.com/malohandmade/ , სადაც განთავსებული ჩვენი პროდუქცია და გვერდსაც ჩვენ თვითონ ვმართავთ,“ - ამბობს მალო კოტუა.
ახალგაზრდა მეწარმისთვის პროგრამა YES - Georgia გარდამტეხი აღმოჩნდა. აქამდე თუ მისი პროდუქცია მხოლოდ ზუგდიდში იქმნებოდა და აქედანვე ხდებოდა მათი რეალიზება, პროექტში ჩართვის შემდეგ გოგონას საშუალება მიეცა საკუთარი ბიზნეს იდეა რეალობად ექცია და დღეს მალო საკუთარ ბიზნეს უკვე გალში, საკუთარ სოფელში აფუძნებს.
„არაერთი ორგანიზაციისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, რომ გალში მქონოდა ჩემი ბიზნესი და იქ დამესაქმებინა ადგილობრივები, თუმცა სურვილი სურვილად რჩებოდა. როცა კრისტალის ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში მოვედი და გავიარე ძალიან საინტერესო და საჭირო ტრენინგების კურსი, შევძელი ჩემი იდეისთვის პროექტის სახე მიმეცა და იგი ინვესტორებისთვის გამეცნო. პროექტმა ერთსულოვანი მხარდაჭერა მოიპოვა და მე შევძელი ჩემი ოცნება რეალობად მექცია. დღეს ჩემს სოფელში ნელ-ნელა იბადება პატარა სახელოსნო, სადაც სხვადასხვა ხელობას ისწავლიან ჩემი თანატოლები და რაიონის მაცხოვრებლები.“ რამოდენიმე თვეში მალოს სახელოსნო გალში პირველ მოსწავლეებსაც მიიღებს. პროგრამა YES - Georgia რამოდენიმე წლის განმავლობაში მუდმივ მენტორობას გაუწევს მალოს, რომ მან შეძლოს საწარმოს განვითარება. სტარტაპერის მიზანია სახელოსნოში შექმნილი ნაკეთობები საზღვარგარეთაც გაიტანოს, როგორც საქართველოს კუთხე - აფხაზეთში დამზადებული პროდუქცია.
პროგრამა YES - Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალთან“ და ჯუნიორ ეჩივმენტთან (JAG) ერთად. პროგრამას ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო ( USAID).
2016 წლიდან "ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში’’, რომელიც პროგრამა YES - Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა, 2,710 განაცხადი შემოვიდა. 749 ახალგაზრდა იქნა მიღებული სკოლაში, რომელიც 574-მა წარმატებით დაამთავრა. ბიზნეს პროექტები წარმოადგინა 225 კურსდამთავრებულმა, რომელთაგან 55-მა მიიღო თანადაფინანსება ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია ‘’კრისტალისგან’’.
პროექტში განაცხადების მიღება წელს 1 ოქტომბრამდე გრძელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 159
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge