ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
21/04/2017
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260609 | maiko@publicity.ge
დემირელის კოლეჯის მოსწავლეები ასტანაში დაგეგმილ მსოფლიო ოლიმპიადაზე იასპარეზებენ
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ, მენდელეევის სახელობის ქიმიის ოლიმპიადას წელს საქართველოს ეროვნული ნაკრებიც შეუერთდება. ოლიმპიადა აპრილის ბოლოს ქალაქ ასტანაში გაიმართება და მასში 4 ქართველი მოსწავლე იასპარეზებს. გუნდის სამი წევრი დემირელის კოლეჯის მოსწავლეა, რომლებმაც 2017 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმიადაზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგები აჩვენეს.
ეროვნული ნაკრები ყაზახეთში უკვე 23 აპრილს გაემგზავრება და ურთულეს ასპარეზობაში მოუწევს საკუთარი ძალების მოსინჯვა. საერთაშორისო ტურნირი ერთ-ერთ პრესტიჟულ ოლიმპიადად ითვლება და იგი წელს 51-ედ იმართება.
„დემირელის კოლეჯის მოსწავლეები 2010 წლიდან ლიდერობას ინარჩუნებენ ქიმიის განხრით და ყოველ წელს საქართველოს მასშტაბით მუდმივად იკავებენ ადგილს ხუთეულში. 2014 წლიდან საქართველო მონაწილეობს ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, სადაც კოლეჯის მოსწავლეები აქტიურად იკავებენ ადგილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. 2015 წელს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დემირელის ერთი მოსწავლე იყო. გასულ წელს უკვე ორი მოსწავლით წარვდეგით, ხოლო წელს უკვე 3 მოსწავლეს ვუშვებთ ასეთ მნიშვნელოვან კონკურსზე“ - განაცხადა სკოლის დირექტორმა ნინო კავთიაშვილმა.
მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სხვა შედეგებიც2016 წელს, ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე მე-10 კლასის ასაკობრივ კატეგორიაში პირველი და მეორე ადგილები ამავე კოლეჯის მოსწავლეებმა დაიკავეს. ხოლო 2017 წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე კი კოლეჯის მოსწავლეებმა ერთ-ერთ საუკეთესო შედეგი აჩვენეს და საქართველოს ფარგლებში პირველი, მესამე და მეხუთე ადგილი დაიკავეს.
ორგანიზაციის შესახებ
მენდელეევის სახელობის 51-ე საერთაშორისო ოლიმპიადა აპრილის ბოლო კვირაში გაიმართება და მასში მონაწილეობას მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს. საქართველო უკვე რამოდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული ოლიმპიადაში და ყოველ წელს კიდევ უფრო აუმჯობესებს მიღწეულ წარმატებებს.
წაკითხულია: 1258
შპს დემირელის კოლეჯი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260609
maiko@publicity.ge