ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
10/03/2021
ევროპის უნივერსიტეტი" აბიტურიენტებს უპრეცედენტო შეთავაზებით მიმართავს
“ევროპის უნივერსიტეტის” პრეზიდენტის ლაშა კანდელაკიშვილის ინიციატივით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, აბიტურიენტებს, რომლებიც პირველ პრიორიტეტად აირჩევენ „ევროპის უნივერსიტეტს“ კოდით 171, უნივერსიტეტი ყოველწლიურად 1000 ლარით დააფინანსებს, პროგრამის ხანგრძლივობა კი სრულ ვადას მოიცავს.
აღნიშნული პროექტისთვის უნივერსიტეტმა 3 000 000 ბიუჯეტი გამოყო.მართივე ინფორმაციით, ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამების შემთხვევაში, სტუდენტი ისარგებლებს 4000 ლარიანი, სტომატოლოგიის შემთხვევაში 5000 ლარიანი, ხოლო დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის შემთხვევაში, 6000 ლარიანი შიდა საუნივერსიტეტო გრანტით. ამჟამად, „ევროპის უნივერსიტეტში“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტები ფუნქციონირებს.
აღნიშნული ფაკულტეტების ფარგლებში უნივერსიტეტი ისეთ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, საბანკო საფინანსო, ინფორმატიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, ფსიქოლოგია, დიპლომირებული მედიკოსი და სტომატოლოგია.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 55