ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
02/11/2016
ვსწავლობთ ქართულად - ახალი ინიციატივა არაქართველი მოსწავლეებისთვის
დემირელის სკოლის ინიციატივით საქართველოში კამპანია „ვსწავლობთ ქართულად“ დაიწყო

საქართველოს ხუთ ქალაქში კამპანია "ვსწავლობთ ქართულად" (#ვსწავლობთქართულად) დაიწყო. კამპანიის მიზანია ქართული ენის პოპულარიზაცია არაქართველ მოსწავლეებში და ქართული ენის უკეთ გაცნობა იმ უცხოელი მოსწავლეებისთვის, რომლებიც განათლებას საქართველოში იღებენ.
„ვსწავლობთ ქართულად“ პროექტის ფარგლებში თბილისის მასშტაბით დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი და სკოლა ლიცეუმი „სხივია“ ჩართული. სკოლებში ამ ეტაპისთის ათობით უცხოელი მოსწავლე სწავლობს, რომლებიც სიამოვნებით ეუფლებიან ქართულ ენას, სასკოლო საგნებსაც ქართულ ენაზე სწავლობენ და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებშიც აქტიურად მონაწილეობენ. სწორედ სკოლა-ლიცეუმ „სხივის“ ინიციატივით ჩაეყარა საფუძველი ქართული ენის ოლიმპიადას, რომელიც ტრადიციულად დედა ენის დღეს გაიმართება.


პროექტში ჩართულ ერთ-ერთ სკოლას მარნეულის „დავით აღმაშნებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“ წარმოადგენს, სადაც განათლებას 160-მდე ეთნიკურად არაქართველი მოსწავლე იღებს. აღნიშნული სკოლა უკვე მრავალი წელია აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართული ენას არაქართველ მოსახლეობაში. სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბიც, სადაც სხვადასხვა ასაკის მოსწავლეა ჩართული.
„ჩვენი მიზანია არაქართველ მოსწავლეებს შევაყვაროთ ქართული ენა და გავუადვილოთ ქართულ ენაზე სწავლების პროცესი. ამ ეტაპზე ჩვენს სკოლებში ათობით უცხოელი მოსწავლეა, რომლებიც სიამოვნებით სწავლობენ ქართულ ენას. მათთვის და მათი მშობლებისთვის დამატებით საკვირაო სკოლაც გავხსენით. ძალიან გვიხარია, რომ ამ კამპანიაში ქართველი ბავშვებიც აქტიურად ეხმარებიან უცხოელ თანატოლებს და ერთად ემზადებიან ქართული ენის ოლიმპიადისთვის“. - განაცხადა ბატონმა მუსტაფა ჩაბუკმა. „კამპანია პირველ შედეგებს აპრილში, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ, ქართული ენის ოლიმპიადაზე შეაჯამებს, სადაც მოსწავლეებს საშუალება ექნებათ საკუთარი მიღწევები კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ.“


რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმიც პროეტში ჩართული ერთ-ერთი სკოლაა. რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სკოლაში მოსწავლეთა დიდი ნაწილი სწორედ ეთნიკურად არაქართველი მოსწავლეა, რომლებიც განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ეუფლებიან ქართულ ენას.
კამპანიაში „ვსწავლობთ ქართულად“ 6 სკოლაა ჩართული: მარნეულის „დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“, რუსთავის „შოთა რუსთაველის სახელობის კერძო კოლეჯი“, სკოლა-ლიცეუმი „სხივი“, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი, ქუთაისის „ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმი“ და ბათუმის „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“.
პროექტის #ვსწავლობთქართულად მიზანია ქართულ ენაზე სწავლების პოპულარიზაცია, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოსწავლეებში.


( https://www.youtube.com/watch?v=MUjH3_bRt5Q&feature=youtu.be - მარნეულის სკოლა კამპანიის ფარგლებში)
ორგანიზაციის შესახებ
საკონტაქტო ინფორმაცია
მაიკო ჩიტაშვილი
593260609
წაკითხულია: 1782