ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/03/2021
თბილისის მერია ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას იწყებს

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სამგორის პარკის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებას იწყებს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.

ე.წ. სამგორის პარკი არის გაუბედურებული, გაპარტახებული. ირგვლივ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და არსებული მდგომარეობა არ არის სახარბიელო. ამიტომ მინდა ჩემს მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დავავალო, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროექტის მომზადება. ძალიან დიდი ტერიტორიაა 3 ჰექტარზეა ეს ტერიტორია გადაჭიმული და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი პარკი გამოვა. მინდა დავიწყოთ პროექტის მომზადება ჩვენი სტანდარტებით და პროექტი უმაღლეს დონეზე მომზადდეს. პროექტის მომზადების მერე დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას“, - განაცხადა კალაძემ.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 71