ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/12/2019
საკონტაქტო პირი:
მაიკო ჩიტაშვილი | 593260609 | chitasvhili.maiko@gmail.com
თბილისში სამეწარმეო ბაზრობა გაიმართა
„ფაბრიკაში“ სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება პროექტის „GEclose2EU’’-ს ფარგლებში ჩატარდება, რომელიც 2018 წლის ოქტომბრიდან შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) მიერ სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.
სამეწარმეო გამოფენა-გაყიდვაში 100-მდე მეწარმე ჩაერთო, რომელბმაც მოსულ სტუმრებს სხვადასხვა ტიპის პროდუქცია შესთავაზეს. ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო: საბავშვო ტანსაცმელი, სათამაშოები, ხელნაკეთი ნივთები, საკვები და საოჯახო მარნების ღვინის პროდუქცია. სამეწარმეო ბაზრობაზე წარმოდგენილი იყო როგორც საექსპორტო პროდუქცია, ისე შიდა ბაზრისთვის შექმნილი სხვადასხვა ტიპის ნაწარმი.
ღონისძიების მიზანი გახლდათ ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ადგილობრივ ბაზარზე და, ასევე, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ჰქონოდათ შეეძინათ ქართული ნაწარმი უშუალოდ მწარმოებლებისგან. სამეწარმეო ბაზრობა GEclose2EU-ს ფარგლებში გაიმართა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარების მონაწილეობით.
პროექტის შემდეგ ეტაპზე მონაწილეები ასევე ჩაერთვებიან სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში და მასტერ-კლასებში. ჯამში 500 კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, სპეციალური სასწავლო პროგრამის საშუალებით გაიღრმავონ ცოდნა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების და ეფექტური მართვის საკითხებში და ჩაერთონ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ სხვადასხვა ტრენინგებში: ციფრული მარკეტინგის, გაყიდვების, ფინანსების მოძიების და სხვა თემებზე. ასევე მონაწილეობა მიიღონ მცირე და საშუალო ბიზნესის გამოფენა - გაყიდვაში.
„GEclose2EU"-ს შესახებ
შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ („GEclose2EU") 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი" (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გრძელდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 184
Geclose2EU -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
შვედეთის მხარდაჭერით საქართველოში ახალი პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან“ იწყება. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 2,3 მილიონი აშშ დოლარია და იგი 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაიკო ჩიტაშვილი
მედიასთან ურთიერთობის კოორდინატორი
593260609
chitasvhili.maiko@gmail.com