ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/08/2016
თბილისში სპორტული მაფიის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება
27-28 აგვისტოს, ქ. თბილისში სასტუმრო „კონტინენტ კრონ პალასში“ მსოფლიო ტურის ფარგლებში ჩატარდება საქართველოს ღია ჩემპიონატი სპორტულ მაფიაში.
მსოფლიო ტურნირი ჩატარდება ინტელექტუალური თამაში მაფიის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით (ФИИМ), " Mafia World Tour " საერთაშორიშო რეიტინგის ფარგლებში.
ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები: საქართველო, ისრაელი, გერმანია, უკრაინა, რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი.

ინტელექტულური თამაში მაფია ძალიან პოპულარულია მსოფლიოში. მისი ხანმოკლე არსებობის მანძილზე, მან უკვე მოახერხა მსოფლიოს ტოპ 50 თამაშების სიაში მოხვედრა. თამაში მოითხოვს ინტელექტუალური, ლოგიკური, ფსიქოლოგიური და ორატორული ნიჭის ერთობლიობას. ტურნირის კატეგორია ოთხი ვარსკვლავი.
საკონტაქტო პირი: ნინო პერტენავა 577141444
ორგანიზაციის შესახებ
თბილისში მეორე წელია არსებობს სპორტული მაფიის კლუბი “თბილისიმო”, რომელიც ითვლის ორმოცდაათამდე მუდმივ წევრს.
„მსოფლიო სპორტული მაფიის ტურნირს საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს, რაც საქართველოს, როგორც ტურისტებისთვის მიმზიდველ მიმართულების პოზოციონირებას შეუწყობს ხელს„ - აცხადებენ ორგანიზატორები.
წაკითხულია: 1688