ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/11/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ინოვაციური გამოგონება უსინათლოებისთვის
"ლეონარდო და ვინჩი"-ის მესამე ადგილზე გასული პროექტი "უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა" (ავტორი ნატა სულაქველიძე ქუთაისის № 22 საჯარო სკოლიდან და გუნდის წევრი გვანცა მაჩიტიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმიდან / ხელმძღვანელი — ანზორ (ანრი) ყუფარაძე / მენტორი არჩილ გეგუჩაძე.)

გვანცა მაჩიტაძე ახალგაზრდა გამომგონებელია. 13 წლის მოზარდი ბევრ საინტერესო პროექტზე მუშაობს და პატარა ასაკიდან გამომგონებლობითაა დაინტერესებული. იგი სკოლაშიც აქტიურად მუშაობს სხვადასხა თემებზე და არაერთ პროექტშია ასევე ჩართული.
ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ, გამოგონების ავტორმა ნატა სულაქველიძემ, და მისი გუნდის წევრმა, ნიკო ნიკოლაძის სკოლის მოსწავლე გვანცა მაჩიტიძემ ლეონარდო და ვინჩის კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და ერთ-ერთი საპრიზო ადგილი დაიკავეს. მათ პროექტი ,, უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა“ წარადგინეს და ჟიურის რჩეულებიც გახდნენ. პროექტი უსინათლოებს, და არა მარტო მათ, ეხმარება თავი აარიდონ სხვადასხვა წინაღობას და სხვადასხვა დაბრკოლებები სხვისი დახმარების გარეშე, ინოვაციური გამოგონების მეშვეობით გადალახონ. გოგონებმა მესამე ადგილი და ფულადი პრემიაც მოიგეს.
„ამ კონკურსმა ბევრი რამ შემძინა.ძალიან დიდი სიხარულია, როცა შენი გამოგონებით სხვას უადვილებ ცხოვრებას. გარდა ამისა, დიდი გამოცდილებაც მივიღე. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს პედაგოგ არჩილ გეგუჩაძეს და პარტნიორ ნატა სულაქველიძეს“, - ამბობს ნიჭიერი მოსწავლე.
გვანცა გასულ წელს STEM ფესტივალზეც მონაწილეობდა, სადაც მას მისი პროექტის მენტორი არჩილ გაგუჩაძე ეხმარებოდა. გამოგონებამ "სამაშველო ზურგსაკიდი სტიქიითდაზარალებულთა გადასაყვანად" დიდი დაინტერესება გამოიწვია.

გარდა მეცნიერებისა, გვანცა ხელოვნებითაცაა დაინტერესებული. იგი ნიკო ნიკოლაძის სკოლა-ლიცეუმის სკოლის ბენდში მღერის. ბენდმა „ინსპირაციამ“ უკვე სხვადასხვა პროექტშიც მიიღო მონაწილეობა და გვანცაც ბენდის ერთ-ერთი წარმატებული ვოკალისტია.

გოგონა პარარელელურად ,, საჯარო გამოსვლები და დებატების“ აქტიური მონაწილეცაა და ცდილობს დრო სწავლასთან ერთად სხვადასხვა პროეტებსაც დაუთმოს.
ამ ეტაპზე ახალგაზრდა გამომგონებელს რამოდენიმე გამოგონებისა და პროექტის იდეა აქვს და მენტორებთან ერთად მომავალი კონკურსებისთვის ემზადება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 529
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge