ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/08/2016
იწყება ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყველაზე პოპულარული პროგრამა ქოუჩინგში!
კომპანია GROWIN-მა დაიწყო მიღება ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ყველაზე პოპულარულ პროგრამაზე ქოუჩინგში. 4 მოდულიანი პროგრამა “ტრანსფორმაციული ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ უკვე მესამედ ჩატარდება. ის დაიწყება 2016 წლის 1 დეკემბერს და დასრულდება 2017 წლის 5 მარტს.
პროგრამა მეტწილად საინტერესოა კომპანიის მფლობელების, ხელმძღვანელების, დეპარტამენტის დირექტორების, ტოპ-მენეჯერების, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტების, ბიზნეს-ტერენერების, ბიზნეს-კონსულტანტებისა და ფსიქოლოგებისათვის, რომლებიც მუშაობენ პირველ პირებთან. ასევე, ზოგადად მიზანდასახული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ თავიანთი მიზნების უმოკლეს ვადებში მიღწევა და ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ახალი და ულტრათანამედროვე პროფესიის დაუფლება. 2015-2016 წლებში სასერტიფიკატო პროგრამა წარმატებით გაიარეს ადგილობრივი და უცხოური კომპანიების ხელმძღვანელებმა და მმართველმა რგოლმა. ამ ორგანიზაციების 50% უკვე ჰყავს საკუთარი, შტატიანი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სერტიფიცირებული ქოუჩი.
პროგრამას „ტრანსფორმაციული ქოუჩინგის მეცნიერება და ხელოვნება“ უძღვება გალია ხამიტოვა - ICF ACTP ქოუჩინგის პროგრამების წამყვანი ტრენერი ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და კავკასიაში, ქოუჩინგის აკადემიის და კომპანია Step&Grow-ს გენერალური დირექტორი. პრაქტიკოსი ბიზნეს-ტრენერი, კონსულტანტი, მმართვითი და გუნდური ქოუჩინგის მიმართულების სპეციალისტი. პროფესიონალი სერტიფიცირებული ქოუჩი, ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის (კანადა, ვანკუვერი) ტრენერი, Erickson College International-ის (კანადა) ტრენერთა გუნდის წევრი. ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) წევრი და ერიქსონის ოფიციალური წარმომადგენელი ყაზახეთში.
პროგრამაის დასრულების შემდეგ მონაწილე მიიღებს ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის ქოუჩის სერტიფიკატს! პროგრამა აკრედიტებულია ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის მიერ (ICF).
დამატებითი ინფორმაცია კურსის შესახებ იხილეთ ბმულზე: www.growin.ge
ორგანიზაციის შესახებ
კომპანია „გროუინი“ - პირველი ქოუჩინგ-კომპანია საქართველოში, არის Erickson Coaching International-ის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და აზერბაიჯანში (www.erickson.edu). „გროუინის“ დამფუძნებლები არიან სერტიფიცირებული ქოუჩები, რომელთაც გააჩნიათ 20 წლიანი გამოცდილება სტრატეგიულ მენეჯმენტში, მარკეტინგულ კვლევებში, გაყიდვებსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში.
ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტი 1980 წლიდან არის ქოუჩინგის ერთ-ერთი საუკეთესო და პოპულარული კანადური სკოლა. მას აქვს 35 წლიანი გამოცდილება და უნიკალური სასწავლო პროგრამები, ჰყავს 42,000-ზე მეტი კურსდამთავრებული და სერტიფიცირებული ქოუჩი. ერიქსონი წარმოდგენილია 42 ქვეყანაში.
წაკითხულია: 1494
შპს გროუინი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები