ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
26/09/2018
კომპანია UniPAY-მ ქართულ ბაზარზე პირველად QR (Quick Response) გადახდები დანერგა
2018 წლის სექტემბრიდან კომპანია UniPAY-მ ქართულ ბაზარზე პირველად QR (Quick Response) გადახდები დანერგა. QR გადახდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ამარტივებს ურთიერთობას მყიდველსა და გამყიდველს შორის.
QR უკონტაქტო გადახდის მეთოდია. გადახდა სმარტფონის კამერით სპეციალური კოდის სკანირებით ხდება. სკანირების შემდეგ მომხმარებელს შეჰყავს თანხის რაოდენობა და ასრულებს ოპერაციას. გადახდის ეს მეთოდი, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე უსაფრთხოა და სავაჭრო ობიექტებზე ტერმინალით ტრანსფერისა და ნაღდი ანგარიშსწორების ალტერნატივაა.
UniPAY | QR ქსელში უკვე ჩაეშვა და მალე ქართველ მომხმარებლებს უფრო და უფრო მეტ ობიექტზე მიეცემათ თანამედროვე და დაცული მეთოდით გადახდის საშუალება. მეორეს მხრივ, UniPAY | QR-ის მეშვეობით მომხმარებლებს აღარ მოუწევთ საბანკო ბარათების ტერმინალებში გატარება, რაც მერჩანტებს თანამედროვე, დაცულ და მარტივ გადახდების პროცესს შესთავაზებს.
ორგანიზაციის შესახებ
კომპანია UniPAY 2010 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებლებს ყველაზე უსაფრთხო და დაცულ ელექტრონულ საფულეს სთავაზობს. ელექტრონული საფულისა და საფულე-აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს გადასახადები, ისარგებლოს უამრავი ონლაინ მაღაზიით, შეასრულოს საბანკო გადარიცხვები და ჰქონდეს წვდომა იმ გლობალურ პროდუქტებზე, რომლებიც ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში ოფიციალურად სხვა გზებით მიუწვდომელია (Spotify, xbox, playstation, itunes და ა.შ.). კომპანია მომხმარებელს მუდამ სთავაზობს გადახდის თანამედროვე ალტერნატიულ მეთოდებს და ჩართულია საქართველოში ელექტრონული კომერციის განვითარებაში.



დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: www.unipay.com/qrpay
UniPAY-ს ბლოგი: https://blog.unipay.com
ტელ: +995322193194

Facebook: https://www.facebook.com/unipay.ge
Twitter: @unipaygeorgia
LinkedIn: www.linkedin.com/company/unipaycom
წაკითხულია: 1166