ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
24/01/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
კომუნიკაციების კომისია 2019 წელს მოზარდებისთვის მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2019 წელს მოზარდებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობით, მედიაწიგნიერების 5 პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
პროექტები ევროკავშირის ქვეყნების წარმატებული პრაქტიკების შესწავლის, მათი ეფექტიანობის შეფასებისა და საქართველოში განხორციელების შესაძლებლობების ანალიზის შედეგად შეირჩა, ეს ინფორმაცია საზოგადოებას კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა გააცნო
მისი თქმით, აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს მოზარდებში ისეთი უაღრესად აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას როგორიცაა:
· კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლება;

· მიღებული ინფორმაციის (ონლაინ კონტენტი) შეფასება და ანალიზი;
· ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ყალბი ინფორმაცია, საზიანო ინფორმაცია) ამოცნობა;
· ინფორმაციის წყაროს კრიტიკული შეფასება და ავტორის შესაძლო მოტივაციის განსაზღვრა;
· ციფრულ და შემოქმედებით ეკონომიკაში მონაწილეობის შესაძლებლობის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება;
„განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო პროექტზე „გამარჯობა რუბი“ - ეს არის ფინური წიგნის სერია, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერული მეცნიერებების საწყისების დაუფლებას, კრიტიკული შეფასებისა და ანალიზის უნარის განვითარებას; ამ წიგნით სწავლება სექტემბრიდან განათლების რეფორმის ფარგლებში შერჩეული სკოლების დაწყებით კლასებში განხორციელდება“, - აღნიშნა კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა.
ბავშვებთან, მოზარდებთან ინტერნეტის საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის სწორად მიტანისა და ციფრული გარემოს უსაფრთხოდ გამოყენების უნარების განვითარების მიზნით, შეიქმნება ქართულ ენაზე ონლაინ აპლიკაცია და სამაგიდო თამაში; ჩატარდება საგანმანათლებლო მოკლევადიანი კურსი ციფრული მედიის ეკონომიკის პრინციპების შესასწავლად; ასევე - მედიაწიგნიერების კონკურსი და შეიქმნება ეროვნული მნიშვნელობის ონლაინ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს მედიაწიგნიერების საკითხებს და სხვადსხვა სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე იქნება მორგებული
„ჩვენი რეფორმის ფარგლებში, უზრუნველვყოფთ იმას, რომ ტექნოლოგიების და ინოვაციების ცოდნა დაწყებითი კლასებიდანვე მოხდეს, დღეს პროგრამირება ისეთივე სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია თანამედროვე სამყაროში, როგორც ნებისმიერი სხვა საგნის შესწავლა, ბავშები რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან უნდა ჩაერთონ ამ პროცესში. ინფორმაციისა და ტექნოლოგიების ეპოქაში სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მედიაწიგიერების განვითარება. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან ერთად განვახორციელებთ პროექტებს. შემოდგომიდან სკოლებში უკვე შევიტანთ სახელმძღვანელოს- „გამარჯობა რუბი“, რომელიც ქართულ ენაზე იქნება ნათარგმნი, ასევე მოხდება პედაგოგების გადამზადება, რომლებიც უკვე მოსწავლეებს გადასცემენ ამ ცოდნას“,- განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.
მედია წიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობის ფუნქცია კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2017 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიამ მედია წიგნიერების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ბრიტანელ ექსპერტ მარტინა ჩეპმენთან ერთად შეიმუშავა. 2018 წლის ბოლოს კი, შექმნა მედიაწიგნიერების დეპარტამენტი, რომელიც საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზეა პასუხისმგებელი
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 201
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge