ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/05/2018
კონკურსი „პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018“ გამოცხადდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს საქართველოში მეორედ ტარდება.
“პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2017 წელს ჩატარდა პირველად და საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ღონისძიებად იქცა. ჩვენი მთავარი მიზანია, წავახალისოთ ის საუკეთესო მაგალითები პროფესიულ განათლებაში, რომელიც ამ დროისთვის საქართველოში გვაქვს და ამით პროფესიული განათლება ქვეყანაში მეტად პოპულარული და ყველასთვის სასურველი გავხადოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობელმაც და სტუდენტმაც სწორად იცოდნენ რას გულისხმობს და რა შესაძლებლობებს სთავაზობს პროფესიული განათლება, რადგან პროფესიული განათლებაა დასაქმების საუკეთესო გზაა. 2018 წელს გაცილებით მეტ კონკურსანტს და მაღალ ჩართულობას ველოდებით.“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.
პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში გამარჯვებულები შემდეგ ოთხ კატეგორიაში გამოვლინდებიან:
• წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება;
• წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი;
• წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი;
• წლის პროფესიული განათლების სტუდენტი.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძლებთ. ვიზიტის ფარგლებში გამარჯვებულები გაეცნობიან გერმანულ გამოცდილებას თავიანთ დარგებში.
კონკურსის გამოცხადების ღონისძიებას ასევე დაესწრნენ: ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ კერვალიშვილი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი და ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის. ამ მიმართულებით, წლიდან-წლამდე უკეთესი შედეგები გვაქვს. ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სტუდენტი ირჩევს პროფესიულ სასწავლებელს. მნიშვნელოვანია, რომ მივიქციოთ სტუდეტების, მოსწავლებიის, მშობლების და დამსაქმებლების ყურადღება.“ - ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე.
ორგანიზაციის შესახებ
დეტალური დოკუმენტაცია და ონლაინ განაცხადის ფორმა იხილეთ ვებ-გვერდზე: www.awardtvet.ge. განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 2 ივლისი. კანდიდატები შეფასდება დამოუკიდებელი ჟიურის მიერ.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროფესიული განათლების გალა დაჯილდოებაზე, რომელიც 2018 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

თათია ხუბულავა
კომუნიკაციების მენეჯერი
„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტი
577-516363 | tatia.khubulava@pem-consult.de
წაკითხულია: 219