ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
20/10/2017
ლევან დავითაშვილმა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგია გააცნო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა სამ ძირითადად მიმართულებებს მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია და ინფორმირებულობის გაზრდა; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.
„ფაროსანასთან ბრძოლის 2018 წლის სტრატეგიული ხედვა 2017 წლის გამოცდილებას ემყარება და კომპლექსურ ღონისძიებებს ითვალისწინებს. სახელმწიფოს ჩართულობა იქნება აქტიური, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მავნებლის პოპულაცია და მისგან მიყენებული ეკონომიკური ზარალის ოდენობა. აზიური ფაროსანა, რომელიც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მნიშვნელოვანი გამოწვევა საქართველოსთვის და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეხვედრაზე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხზე თანამშრომლობისა და მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატეს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ((USAID/REAP;USAID/ZRDA), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD), მსოფლიო ბანკის (WB), ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მარშალ გელოვანის გამზირი #6, თბილისი
infomoa@moa.gov.ge www.moa.gov.ge
ტელ: 237 80 09
წაკითხულია: 63