ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
18/05/2018
მასწავლებლები პროფესიულ განვითარებას ონალინ კურსების საშუალებით 2019 წლიდან შეძლებენ
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ელექტრონულ კურსებს შესთავაზებს.
საქართველოში პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მასწავლებლები ასეთ მასშტაბურ პროექტში ჩაერთვებიან და ელექტრონული კურსები მათ პროფესიულ განვითარებას მეტად ხელმისაწვდომს გახდის.
ტრენინგების დისტანციური ონალინ კურსები მზადდება პროექტის მიერ შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტებს აერთიანებს, რაც ეფექტიანი და ხელმისაწვდომი პროფესიული განვითარების მოდელის შექმნას შეუწყობს ხელს.

ონლაინ კურსების საშუალებით - პედაგოგებს მიეცემათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ ტრენინგი. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარებათ.

კურსების შემუშავება დასრულდება 2019 წლის აპრილში და ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამჟამად მასწავლებლები ჩართულები არიან საპილოტე პროგრამაში, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://curriculu.me/
მასწავლებლების პროფესიული განვითარების ონლაინ კურსები მოიცავს როგორც ზოგადპროფესიულ, ასევე, საგნობრივ (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) მოდულებს.

პირისპირ კურსების ონლიან ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
ორგანიზაციის შესახებ
14 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში უწყვეტი პროფესიული განვითარების ეფექტიანი სისტემის დანერგვას, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შესაძლებლობების გაზრდას, სატრენინგო მასალებისა და საჭირო რესურსის შექმნას. პროექტი 2016 წლის იანვარში დაიწყო და 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.
წაკითხულია: 188