ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
17/11/2016
მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში ახალგაზრდა მეწარმეები იან კელიმ მიიღო
16 ნოემბერს, თბილისში, აშშ-ს საელჩოში, მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში მისო „კრისტალის“ ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის გამარჯვებულთა წარდგენა და პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელიც დაესწრო. ღონისძიება პირდაპირ ეთერის მეშევობით გადაიცემოდა საქართველოს 8 ქალაქში, სადაც “ამერიკის კუთხეებია“ გახსნილი. დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ პრეზენტაციის ტრანსლაციას და გაცნობოდნენ ასევე ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პროგრამას. საელჩოში დაგეგმილ პრეზენტაციაზე ახალგაზრდებმა პირადად წარუდგინეს საკუთარი პროექტები ჩრდილოეთ კაროლაინას ქალაქ შარლოტის ინვესტორების ჯგუფს, რომლებიც პირდაპირი ეთერის მეშვეობით ეცნობოდნენ წარმატებულ სტარტაპებს. ჯამში 6 გამარჯვებული პროექტი წარსდგა აუდიტორიის წინაშე, რომლებმაც მაღალი შეფასება მიიღეს უცხოელი ინვესტორებისგან.
პრეზენტაცია “Yes Georgia“-ს პროგრამის ერთ-ერთი კომპონენტი გახლდათ, რომელიც ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ ორგანიზაცია ’PH International-თან თანამშრომლობით და ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალის მიერ. „Yes Georgia“ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ადგილობრივი სამეწარმეო ინიციატივების დაფინანსებას ითვალისწინებს. სამ წლიანი პროგრამის პირველ ეტაპზე განხორციელდა 200-მდე ახალგაზრდის სწავლება და მათ მიერ ბიზნეს პროექტების შემუშავება. პროექტის პირველ ფაზაში კრისტალი ახალგაზრდა მეწარმეების 12 საუკეთესო ბიზნეს-პროექტს საწყისი კაპიტალით აფინანსებს.
ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის პრეზენტაცია მეწარმეობის გლობალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 14-20 ნოემბერს მსოფლიოს 160 ქვეყანაში ტარდება. მეწარმეობის კვირეულის მიზანია გააჩინოს ადამიანებში მეწარმეობის სურვილი და დააკავშიროს ისინი პოტენციურ პარტნიორებს და ინვესტორებს. საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ჩართულია გლობალური მეწარმეობის კვირეულში.
ორგანიზაციის შესახებ
„ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ, ორგანიზაცია ’PH International-თან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან“ თანამშრომლობით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით. პროექტის შედეგად, 3 თვიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც სპეციალურად მომზადდა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ, საქართველოს 21 ქალაქში 2 წლის განმავლობაში გადამზადდება 600 ახალგაზრდა და დაფინანსდება 30 ბიზნეს-ინიციატივა. პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში სპეციალურად ამ პროგრამისთვის შერჩეულ 20 ბიზნეს კომპანიაში დაიწყება 3 თვიანი სტაჟირების პროგრამები სპეციალური გაიდლაინების გამოყენებით, რომელიც ასევე ექსკლუზიურად პროექტის ფარგლებში იქმნება. სტაჟირებას 400-მდე ახალგაზრდა გაივლის. პროექტის მიმდინარეობის პროცესში აქტიურად მოხდება მედიასთან და სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან ურთიერთობა, რომ მოხდეს ახალგაზრდების თვითდასაქმებისა და დასაქმების საკითხების აქტუალიზაცია.
წაკითხულია: 1221