ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/05/2018
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
მთარგმნელი და პედაგოგი ნათია ჩუბინიძე მოსწავლეთა რჩეულად დასახელდა
ნათია ჩუბინიძე თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული პედაგოგი და მთარგმნელია. დღეს ნათია სკოლა-ლიცეუმ სხივში ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას.
ნათია პატარა ასაკიდან განსაკუთრებული ნიჭითა და უნარებით გამოირჩეოდა. მას დამთავრებული აქვს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. ასევე წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა და მოგვიანებით ასპირანტურაც. სწავლების პარარელურად მუშაობდა სამეცნიერო ნაშრომებზეც. მაგისტრატურაში სწავლისას მონაწილეობდა ეგვიპტური მითოლოგიის ლექსიკონის შექმნაშიც. მან მცირე ასაკიდანვე დაიწყო მუშაობა პოეტურ და პროზაულ თარგმანებზე და პირველი თარგმანებიც სწორედ სკოლის ასაკში შეასრულა.
პედაგოგიური მოღვაწეობა ნათიას მთავარი გატაცება და საქამიანობაა. ამ ეტაპზე მან წარმატებით ჩააბარა სასერთიფიკაციო გამოცდები, როგორც ისტორიაში, ისე ინგლისურსა და კომპიუტერულ ტექნოლოგიებთან ინტეგრირებულ უცხო ენაში. დღეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს, თუმცა ერთ ადგილას გაჩერებას არ აპირებს და წამყვან მასწავლებლობასაც გეგმავს.
პედაგოგისა და მთარგმნელის ჰობი ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდისაა?“. დღეს იგი გამომცემლობა ,,წიგნები ბათუმში“-ს სახელით ახალდაარსებული თბილისის ბიზნეს ლიგაში თამაშობს.
2013 წელს ახალგაზრდა მთარგმნელმა და პედაგოგმა მთარგმნელების კონკურსშიც გაიმარჯვა და მარგარეტ მიჩელის ,,ქარწაღებული“ თარგმნა.
„ ,,ქარწაღებული“ ჩემ მიერ თარგმნილი პირველი სქელტანიანი რომანია და დღემდე ისე პოპულარულია მკითხველში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ გამოიცა, წიგნების მაღაზიათა დახლებზე თითქმის არ ჩერდება - ამბობ ნათია ჩუბინიძე.
2016 წლიდან გამომცემლობა, ,,წიგნები ბათუმში“ დაინტერესდა ნათიას თარგმანებით, მათ უკვდავი კლასიკის სერიისთვის ორი კლასიკოსი მწერლის, უილიამ სომერსეტ მოემისა და დაფნა დიუ მორიეს ნაწარმოებები, ,,თეატრი“ და ,,რებეკა“ თარგმნა.
„დღემდე ვაგრძელებ მოღვაწეობას ორივე სფეროში. სასკოლო ცხოვრებაშიც აქტიურად ვარ ჩაბმული და საგამომცემლოშიც. მიხარია რომ ჩემი თარგმანები ასეთი პოპულარობით სარგებლობს და მოსწავლეებთანაც დიდ დროს ვატარებ.“- ამბობს სკოლა-ლიცეუმი სხივის პედაგოგი.
ორგანიზაციის შესახებ
დღეს ნათიას ოცამდე თარგმანი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის ,,ნოტა ბენეს“ ართურ კონან დოილის ,,შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის“ სრული კრებული, რომელიც ორ ტომად გამოვიდა. იგი ასევე არაერთი სტატიისა და ნაშრომის ავტორიცაა.
რთული სამეცნიერო და მთარგმნელობითი სამუშაოს პარარელურად ნათია ჩუბინიძე წარმატებით ეწევა აღმზრდელობით საქმიანობას და სკოლა-ლიცეუმ სხივის მოსწავლეთა რჩეულ პედაგოგადაც კი დასახელდა.
წაკითხულია: 970
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge