ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
30/05/2018
მოლისანი - საუკეთესო გზა ჯანმრთელობისაკენ
ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიმიკოზური მცენარეული საშუალება- „მოლისანი“, სრულიად უნიკალური პრეპარატია ქართულ მედიცინაში. პროდუქტი გამოირჩევა თავისი შემადგენლობით და დამზადების ტექნოლოგიით. მოლისანის შექმნის ინსპირაცია მოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაჩნდა საჭიროება საკუთარი ოჯახის წევრის განკურნებისა.
”ჩემი პატარა ბავშვი სულ ავად ხდებოდა, ქრონიკული ტონზილიტი წელიწადში 2-3-ჯერ კი არა, 23-ჯერ აღენიშნებოდა. ანტიბიოტიკებმა საშინლად გაართულა სამი წლის გოგონას მდგომარეობა. დაიწყო ფეხების ტკივილი, გაჩნდა გამონაყარი, ალერგია. თან ბავშვის ორგანიზმი რეზისტენტული გახდა ანტიბიოტიკების მიმართ. წარმოიდგინეთ მშობლების მდგომარეობა, აღარ ვიცოდით რა გაგვეკეთებინა, ქიმიური წამლები აღარ შველოდა პატარას, ალტერნატივაც არ არსებობდა.
სად აღარ ვეძებდი პასუხს კითხვაზე - რითი ვუშველო ბავშვს? უამრავი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი გადავიკითხე. პასუხი კი უეცრად ვიპოვე, მარტივი და გენიალური, როგორც ყველაფერი ამ ქვეყანაზე. ბაბუაჩემის „ნაფრონტალ დღიურში“ უნიკალური პრეპარატის აღწერა იყო, რომელიც სასწაულ შედეგებს იძლეოდა ფრონტზე დაჭრილი და დაავადებული მეომრების გასაჯანსაღებლად. უნიკალური ფორმულითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულმა პრეპარატმა მოლოდინს გადააჭარბა და ჩემი ოჯახის პრობლემა სამუდამოდ გაქრა. შემდეგ ახლობლების დრო დადგა, მეგობრების. მალე „მოლისანზე“ (ასე ვუწოდე პრეპარატს) ძალიან დიდი მოთხოვნა გაჩნდა. დღეს კი, ბრენდი „მოლისანი“ ხუთ ძირითად პრეპატარს მოიცავს და სხვადასხვა დაავადების მკურნალობის გარდა, ესთეტიკურ მედიცინაშიც გამოიყენება. მძიმე ჭრილობების შეხორცება, კუჭ-ნაწლავის დაავადებები, კანის გამონაყარი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რასაც „მოლისანი“ მოკლე დროში აგვარებს“- ამბობს საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი, ევროპის საპატიო ნატუროპატი დავით თომაძე.

დღეს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სარგებლობს „მოლისანით". „მოლისანი" ცნობილი და წარმატებული თავად მომხმარებლების წყალობით გახდა.
აი რას ამბობენ მადლიერი მომხმარებლები:

“დღეს შევიძინე მოლისანი, 3 ჯერ გამოვავლე ჩემს შვილს და შედეგი გასაოცარია. არ ვიცი რა სიტყვებით შევამკო ამ წამლის გამომგონებელი და მადლობა როგორ გადავუხადო. 5-დღიანი მაღალი სიცხის მწვავე ანგინისა და სტომატისისგან გაწამებულ ჩემს შვილს ისეთი შედეგი მისცა, რაც ანტიბიოტიკებმა ვერ შეძლეს,”-ამბობს კმაყოფილი მომხმარებელი ინგა.

“მოლისანი არის უკვდავების წყალი, ჯადოსნური სითხე. მოლისანზე შეიძლება ბევრი ლაპარაკი, მაგრამ უბრალოდ გეტყვით, რომ 21-ე საუკუნეში “მოლისანი“ ყველას უნდა ჰქონდეს სარკესთან და გადაყაროს ყველანაირი ძვირადღირებული კოსმეტიკა, სახის საცხები და ა.შ. საუკეთესო შედეგი აქვს, მოლისანი უბრალოდ ალამაზებს!” -ამბობს თამარ დარსაველიძე.


„მოლისანის“ შეძენა შესაძლებელია, როგორც თბილისში ასევე რეგიონების აფთიაქებში: შპს ფარმაცევტული სახლი, შპს ნეოფარმი.


„მოლისანის” ბრენდის ქვეშ გაერთიანებულია რამოდენიმე უნიკალური პროდუქტი.
მოლისანი ბეთლემი - ოქრო, გუნდრუკი და მური: უნიკალური მცენარეული ანტისეპტიკი, რომლის შემადგენლობაშია: ოქრო, საკმეველი და მირონი. გამოიყენება მძიმე, შეუხორცებელი წყლულებისა და ჭრილობების დროს. ჭრილობაზე დატანისას ხელს უწყობს ქსოვილების ნორმალური ფუნქციის აღდგენას და აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამავდროულად აუმჯობესებს შეხორცების ხარისხს. გამოიყენება დამწვრობისას.

მოლისანი ელექსირი, ზღვის ვარდისფერი მარილით: შინაგანი გამოყენების მცენარეული ელექსირი, რომელიც აუმჯობესებს კუჭნაწლავის მოქმედებას და ნივთიერებათა ცვლას. აძლიერებს იმუნიტეტს. მკვეთრად ანელებს ადამიანის დაბერების პროცესს. აჩქარებს ორგანიზმიდან შხამების, წიდების და სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას. ალერგიული რინიტების, ბრონქული ასთმის, ალერგიული დერმატიტების დროს მოლისანი ელექსირი მოქმედებს როგორც ანტიალერგენი. მოლისანი ელექსირი არეგულირებს სისხლძარღვების გამტარიანობას, ატონიზირებს სისხლძარღვებისა და კლაპანური აპარატის გლუვ კუნთებს: ასტიმულიებს ლიმფოვენურ ჰემოდინამიკას, ხსნის სისხლის დაგროვებას (სტაზს), განდევნის (გამოყოფს) თირკმელებით, ნაწლავებით, ფილტვებით, კანის მეშვეობით მეტაბოლიზმის მავნე პროდუქტებს, ახორციელებს ელექტრომაგნიტურ გომეოსტაზის კორექციას.
მოლისანი ელექსირი ხელს უწყობს პატარა კენჭების დაშლასა და გამოდევნას ნაღვლის ბუშტიდან, ღვიძლის სანაღვლე სადინრებიდან და თირკმელებიდან.

მოლისანი ლოსიონი, ოქროს ნანონაწილაკებით: სახის და ტანის მოსავლელი ლოსიონი ოქროს ნანონაწილაკებით. აღადგენს კანის ბუნებრივ ბალანსს, ხსნის გაღიზიანებას, ასუფთავებს და აჯანსაღებს კანს. ხელს უწყობს მუწუკების, ფერიმჭამელების, ჰერპესის, პაპილომა ვირუსის, მზისმიერი და ასაკობრივი ლაქების გაქრობას. გამოიყენება კანის სოკოვანი დაავადებების დროს.

მოლისანი ალოე ვერა: გამოიყენება ფერიმჭამელების, აკნეს, დერმატიტის, კანის წყლულებისა და ეგზემის მკურნალობისთვის. გარდა ამისა, ალოე ვერა ეფექტურად ებრძვის ვენების ვარიკოზულ დაავადებას და ხელს უწყობს კანის ზედაპირის გასწორებას. ლიგნინის შემცველობის გამო, სინოტივე და სამკურნალო ნივთიერებები აღწევენ კანის ღრმა შრეებში, რაც ხელს უწყობს კანის რეგენერაციასა და განახლებას უჯრედულ დონეზე.

მოლისანი ანტისეპტიკი: გამოიყენება რექტოვაგინალური დაავადებების დროს და ინტიმური ჰიგიენისთვის. მოლისანი რექტოვაგინალური ანტისეპტიკი ანადგურებს საშოს ლორწოვანის პათოგენურ ფლორას (ბაქტერიულ-ვირუსული ინფექცია, კოლპიტი, ვაგინიტი, კანდიდომიკოზი, ჰიპერსეკრეცია, თეთრად შლა, გენიტალური ჰერპესი). ხასიათდება ანტიანთებითი მოქმედებით სასქესო ორგანოებზე. არის ინტიმური ჰიგიენის საშუალება, რომელიც ხელს უშლის სქესობრივი გზით ვირუსულ-ბაქტერიული, სოკოვანი ინფექციის გადაცემას. ეფექტურია ცანდიდას რიგის სოკოსადმი, რომელიც იწვევს კანდიდოზს. გამოიყენება კონტრაცეპციის მიზნით, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება სქესობრივი აქტის შემდეგ.

პროდუქტი გამოირჩევა ეფექტური მოქმედებით, სწორედ ამიტომ დაიმსახურა მომხმარებლების დიდი სიყვარული და ერთგულება.

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 2011