ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
14/06/2017
ნასას პროგრამების დირექტორი ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულებს შეხვდა
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, თბილისის ტექნოპარკში, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი შონ ფულერი ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მონაწილეებსა და გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.
შონ ფულერმა ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ნასაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა დისკუსია გამართეს თანამედროვე ინოვაციურ მიდგომებზე. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებსა და შონ ფულერს საკუთარი ნამუშევრები გააცნეს.
შონ ფულერი, ნასას ადამიანის კოსმოსში ფრენის პროგრამების დირექტორი: მოხარული ვარ საქართველოში ვიზიტის საშუალება რომ მომეცა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის კონკურსის გამარჯვებულებს ვხვდები და მათ ნამუშევრებს ვეცნობი. ასევე დაგეგმილი მაქვს სანდიეგოს უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაც. ქვეყნის წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარება და ხელშეწყობა.
მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც მე-3 წელია საქართველოში იმართება და მისი მიზანია ხელი შევუწყოთ მაღალი კლასის მოსწავლეების ინოვაციური და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას.
ფულერის ვიზიტი ორგანიზებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ინჟინერიისა და ტექნოლოგიების დისციპლინების მიმართ ინტერესის წახალისებას.
ორგანიზაციის შესახებ
საკონტაქტო პირი: გიორგი კოპალეიშვილი
თანამდებობა: ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორი
ტელეფონი: (+995) 595 29 89 89
ელ.ფოსტა: gkopaleishvili@mcageorgia.ge
ვებგვერდი: www.mcageorgia.ge/
წაკითხულია: 388