ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
08/10/2019
საკონტაქტო პირი:
მაია ჩიტაშვილი | 593260906 | maiko@publicity.ge
ნასწავლი სიჩუმე
+ 20%
ენგურზე გადმოსვლას ბევრი დაწერილი და დაუწერელი კანონი აქვს. ყოველ ჯერზე რაღაცნაირად ჩუმად და მდუმარედ ვუახლოვდები ხიდს. სულ მგონია, რომ ასეთი სიჩუმე მარტო აქ დგას. ბოლო ხანებია ამ გზას ორნი გავდივართ: ოთხი წლის მარიამი და მე - დედიკო აფხაზეთიდან. მარიამმა ლაპარაკზე უფრო ადრე ეს მდუმარება ისწავლა. ჩემსავით ჩუმი და დიდი ხდება, როცა სამხედროფორმიანებს დაინახავს შორიდან და მთელი ის დრო, სანამ მეორე ჩემს "მესთან" არ გადმოვალ, უხმოდ მომყვება. არ ტირის, არც ტიტინებს, არც ხელში აყვანას მთხოვს. მეკვრის და ჩემს ბრაზისა თუ შიშისგან გაოფლილ ხელს უფრო მაგრად ჰკიდებს თავის ნამცეცა თითებს. ამ დროს მხოლოდ საკუთარი გულისცემა და შვილის სუნთქვა მესმის.

მგონი, სულ ასეთი შიშის ხმა ისმის ხიდის ამ მხარეს. გზის გასწვრივ ტვირთაკიდებული ქალებიც, შრომისგან გადაღლილი, მზეზე გადახუნებული მოხუცებიც, დედას აკრული ბავშვებიც ასე ჩუმად, უხმოდ მიდიან. ცხენზე შებმული ეტლის ბორბლებიც კი ისე ჩუმად მიჭრიალებენ, თითქოს იციან აქაური წესები.
ბავშვობაც ასე ჩუმად, საწოლის ქვეშ, ჩაბნელებულ სახლში, ავტომატის ზუზუნში გავატარე. იმ ბავშვობის სიჩუმეს მხოლოდ ტყვიის წუილი, მეზობლის გოდების, ბებიის ქვითინის, ქარის მოტანილი რეზინის უხეში ჩექმის ხმა და მიტოვებული სახლის კარის ჭრიალი არღვევდა ხოლმე. სიჩუმე იმ მალედასრულებულ ბავშვობაში ვისწავლე. მაგრამ ის მოკუმული პირით ტირილი და უხმო ქვითინი მაინც სულ სხვაა, ამ ხიდის გაყინულ სიჩუმესთან შედარებით. იქ, იმ სიჩუმეში იცი, რომ სახლში ხარ. შენია ეზოც, სახლის უფერული კედლებიც, უბნის ევკალიპტიც და ბებერი თუთის ხეც. მერე რა, რომ მანამდე საწოლის ქვეშ დაემალე ტყვიას, ან შიშს გაექეცი სიმინდის ყანაში - მაინც შენია! შენი!.. აქ კი, გამყოფი ხაზის სიახლოვეს სხვა შიში გიპყრობს: ვაითუ უკან არ შემომიშვან?.. ვაითუ ისევ ჩაკეტონ და ვერ გადავიდე?.. ვაითუ, უბრალოდ, დამიმიზნოს ამ რკინის ჩექმიანმა, როგორც მაშინ...

ბოლო დროს ერთი სიზმარი დამჩემდა: შევდივარ ჩემს ძველ, პატარა სახლში და აფხაზეთის ზღვისფერთვალება მარიამს ვუახლოვდები, რომელიც მდუმარედ ზის და ფურცლებით თამაშობს. მივდივარ და იმ ქაღალდებში დახეულ საბუთს ვხედავ. ჰო, იმ საბუთს, რომელსაც ასე მდუმარედ დავყავარ ენგურის ხიდზე - ერთი სახლიდან მეორე სახლში. ტირილით ვიღებ ნაკუწებს და ვცდილობ, ფაზლივით ისევ ავაწყო... სიზმარშიც ჩუმად დავქვითინებ დახეულ ქაღალდს.
ცრემლიანი თვალებით ვიღვიძებ. ვეძებ ჩემს ბარათს, რომელიც თითქოს ამ სახლში ყველაზე ძვირფასი ნივთია და, ალბათ უკვე მეასედ, საგულდაგულოდ ვინახავ ძველი "დედაენის" წიგნში. შემდეგ ზევით, კარადაზე ვმალავ, ჩუმი ბავშვობის გაყვითლებული ფოტოს გვერდით, ზღვისთვალებამ რომ ვერ მიაგნოს. შემდეგ ისევ მძინარე შვილს ვეხუტები. თითქოს ბოდიშს ვუხდი ცუდი სიზმრის დაბრალებისთვის და ისევ ჩუმად ვტირი.

"დედა ეს რა საბუთია?" "ეს რად გვინდა?" - ყოველ ჯერზე მეკითხება ამღვრეული თვალებით, როცა ხედავს, როგორ სათუთად ვდებ უსახურ ქაღალდს ჯერ ცელოფანში, შემდეგ საფულეში და ბოლოს - ისევ ჩანთაში. "არაფერია, საბუთია." "აი, მამასთან რომ ჩავიდეთ, ის საბუთია. ხიდზე რომ გვატარებენ ხოლმე, ის დოკუმენტია და თუ დავკარგეთ, მამისთან ვეღარ წავალთ, ვერც სიმღერაზე მივალთ."

- "მამისთან ვერც აჩუ-აჩუს ვეღარ ვითამაშებ? აუ, ვეღარც სიმღერაზე მივალ?" - მეკითხება, კიდევ უფრო ემღვრევა ზღვიანი თვალები და ჩემი ჩანთისკენ აღარც იხედება.
ზღვისთვალება ამ ხიდს იქით სიჩუმესთან ბრძოლას სწავლობს. მისთვის ყოველი ხიდის გადმოსვლა მამასთან ახალი ჩახუტება, ახალი მზე და ახალი ხმამაღლა ნამღერია. მერე მოდის, მზის სხივიც თან მოაქვს გაცრეცილ კედლებში და „ნანას“, „სლაშარას“ უმღერის ევკალიპტს, თუთებს, წაქცეულ ღობეს, მაგრამ ჩურჩულით, ჩუმად, ღიღინით...

დღეს ის დღეა, როცა ჩუმად, მაგრამ სამ ხმაში ვმღერით ხიდის ბოლოში... შემდეგ ბანს ხიდის ერთ მხარეს ვტოვებთ და ისევ ჩვენ ორნი მივუყვებით დაღლილ და გამტვერილ გზას. მამისგან წამოღებული მზეც თითქოს იწრიტება გზის ბოლომდე და ისიც უხმოდ ეშვება ჩვენი სოფლის მხარეს, რათა დილით იქ დაგვხვდეს და მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი გაცრეცილ სიჩუმეში. ისევ შეთანხმებულებივით მივდივართ ტვირთისგან ხელდაგრძელებული ქალები, გადაღლილი მოხუცები, ცხენებსაც რომ ასწავლიან ჩუმ სიარულს. ბავშვებიც ძილმორეულები, მაგრამ სხივიანები მიუყვებიან სახლის გზას. ზღვისთვალება არც ახლა მთხოვს ხელში აყვანას, არც ტიტინებს და, თითქოს ნაადრევად გაზრდილი, რაღაცაზე ფიქრობს. ნაბიჯს აჩერებს და ჩემს შიშისა თუ ბრაზისგან გაოფლილ ხელზე თითუნებს მკიდებს.

- დღეს ხმამაღლა ვიმღერე და მგონი მამა ტიროდა... - ჩურჩულით ამბობს სათქმელს და აფხაზეთის ზღვიანი თვალები ემღვრევა. - დე, 20 პროცენტი ოკუპირებულიაო და ეს რას ნიშნავს? - და წუთით ხიდის წესებსაც არღვევს.

- იმ ხიდს იქით სახლს ნიშნავს, ჩვენს თუთის ხეს, ევკალიპტებს და მამიკოსთან ერთად ნამღერ "სლაშარას" ნიშნავს, დე! - აღარ ვჩურჩულებ და უკვე მის გაოფლილ თითებსაც ჩემს ხელში ვმალავ.

###

დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია. ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებლებს ქართველები წარმოადგენენ. გალს დანარჩენ საქართველოსთან 900 მეტრიანი ხიდი აკავშირებს. ამ ეტაპზე ე.წ. საზღვრის გადმოკვეთა სპეციალური დოკუმენტის საშუალებითაა შესაძლებელი.

ბოლო წლებია გალელელები აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო, სამეწარმეო და საგანმანათლებლო საქმიანობაში. მიმდინარე წელს, დონორი ორგანიზაციების მიერ, ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით უპრეცენდენტო შემთხევა დაფიქსირდა. წლის ბოლოდან რამდენიმე სოციალური საწარმო უკვე გალის ტერიტორიაზეც დაიწყებს ფუნქციონირებას და მეწარმეებს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საშუალებაც მიეცემათ. ზევით მოყვანილი ისტორიის გმირი -"დედიკო აფხაზეთიდან" ერთ-ერთია, რომლმაც 2019 წელს მსგავსი დაფინანსება მიიღო. მალე მის საწარმოში აფხაზეთში მცხოვრები ქალებიც დასაქმდებიან და მათ მიერ შექმნილი პროდუქცია, ეტიკეტით: "დამზადებულია საქართველოში, გალში" სოხუმსა და თბილისში ერთდროულად გაიყიდება.
ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 428
ფაბლისითი ჯგუფი -ის ნიუსრუმი
ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში
ინფორმაცია
ისტორია
PUBLICITY.GE სამ ძირითად მომსახურებას გთავაზობთ. რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მომსახურებების შესაძენად, დაინტერესებული ორგანიზაცია რეგისტრირდება PUBLICITY.GE - ზე და ხსნის მისი ორგანიზაციის პროფილს. ეს ავტომატურად ნიშნავს ორგანიზაციის ნიუსრუმის გვერდის შექმნას შემდეგი დომანური სახელით: publicity.ge/yourcompany. ნიუსრუმი, ეს არის თქვენი ორგანიზაციის დამატებითი ვეგვერდი ინტერნეტში, სადაც მედიისთვის მნიშვნელოვანი ინფორამციაა განთავსებული თქვენს ორგანიზაციაზე. ნიუსრუმის შექმნა და მასზე თქვენს შესახებ ინფორმაციის განთავსება უფასოა. მას შემდეგ, რაც თქვენმა ორგანიზაციამ შექმნა საკუთარი პროფილი PUBLICITY.GE - ზე და უკვე გააჩნია ნიუსრუმი, თქვენ შეგიძლიათ შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა: მომსახურება 1 - მედია მასალის განთავსება მოამზადეთ მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი მულტიმედია ფორმატში მარტივი, ონლაინ ფორმის შევსების გზით, რომელსაც თქვენი პროფილიდან შექმნით. აირჩიეთ ის მედია საშუალებები, ჟურნალისტები და სხვა მომხმარებლები, რომლებიც არიან დარეგისტრირებულები PUBLICITY.GE - ზე და ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გაავრცელეთ თქვენს მიერ მომზადებული მულტიმედია სიახლე ხელმომწერებში. მათ თქვენი გზავნილი მეილზე ბმულის სახით მიუვათ. გარდა ამისა, თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი ავტომატურად განთავსდება PUBLICITY.GE - ს თემატურ კატეგორიაში და ის ხელმისაწვდომი იქნება ამ საიტის ვიზიტორებისათვის. მომსახურება 2 - მედიაში გარანტირებული გავრცელება თუ თქვენ დაინტერესებული ხართ, რომ თქვენი მედია ანონსი, პრესრელიზი ან ვიდეო რელიზი გარანტირებულად რომელიმე თქვენთვის სასურველ მედია საშუალებაში გავრცელდეს, აირჩიეთ გარანტირებული გავრცელება, მონიშნეთ ერთი ან რამოდენიმე მედია საშუალება, სადაც გინდათ რომ ინფორმაცია თქვენზე გარანტირებულად გავრცელდეს და დააწკაპუნეთ გაგზავნის ღილაკს. თქვენი სიახლე გაიგზავნება თქვენს მიერ შერჩეულ ხელმომწერებში, ის ავტომატურად აისახება საიტზე PUBLICITY.GE და გარანტირებულად, 2 დღის განმავლობაში გავრცელდება თქვენს მიერ შერჩეულ მედია საშუალებაში. მომსახურება 3 - მედია მასალის მომზადება თუ თქვენს ორგანიზაციას არ ყავს მედია მასალის მომზადებაზე პასუხისმგებელი პირი, ან სხვა საქმეების გამო, მსგავსი მასალის მოსამზადებლად დრო არ გრჩებათ, ჩვენი თანამშრომლები დაგეხმარებიან მედია ანონსების, პრესრელიზებისა და ვიდეო რელიზების მომზადებაში. ჩვენ, ბოლო რამოდენიმე წელიწადია საკმაოდ დიდი გამოცდილება დაგვიგროვდა მსგავსი მასალების მომზადების საქმეში. ჩვენი გუნდი, თქვენს სიახლეს სწორ პოზიციონირებას მისცემს და მას წაკითხვადს გახდის. ჩვენი ბიზნეს მოდელი ერთი მხირვ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია მედიის წარმომადგენლებისათვის. PUBLICITY.GE - ის საშუალებით, ჟურნალისტები მათ ელექტრონულ ფოსტაზე, ინტერნეტ ბმულის საშუალებით რეგულარულად იღებენ თქვენს მიერ გავრცელებულ მედია ანონსებს, პრესრელიზებსა და ვიდეო რელიზებს მულტიმედია ფორმატში. გარდა ჟურნალისტებისა, თქვენს მიერ გავრცელებულ მედია მასალებს, ელექტრონულ ფოსტაზე ასევე იღებს სხვა მომხმარებელი. ხელმომწერთა ბაზა რეგულარულად განახლებადია. მეორე მხრივ, ჩვენი მომსახურება განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩვენი სახით, სანდო და პროაქტიულ პარტნიორს იძენენ მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, რაც ხელს უწყობს მათი ორგანიზაციების რეპუტაციის მართვას. მესამე მხრივ, ჩვენი სერვისი შეიძლება განხილულ იქნას, როგორც დამატებითი მედია საშუალება, WEB 2 პლათფორმა, რომელიც საკუთარ სივრცეში სამუდამოდ განათავსებს თქვენს მედია ანონსს, პრესრელიზს, ვიდეო რელიზს და თქვენი ორგანიზაციის ნიუსრუმს. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინტერნეტ მომხმარებლისთვის. ინტერნეტში თქვენი ინფორმაციის უფრო ფართოდ გავრცელების მიზნით, ჩვენი სოციალური მედია პლათფორმების საშუალებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ თქვენი სიახლის ფართო წრეებში გაზიარებას და ამ მხრივ, თქვენი ონლაინ ცნობადობის ზრდას.
ფაქტების ფურცელი
წლიური ანგარიშები
ბიბლიოთეკა
ფოტო გალერეა
ვიდეო გალერეა
მედია ჩვენზე
სოციალური მედია არხები
ვებგვერდი
მედია კონტაქტები
მაია ჩიტაშვილი
პიარ ექსპერტი
593260906
maiko@publicity.ge