ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
16/03/2021
ნინო თანდილაშვილმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კლიმატის ცვლილების გლობალური პოლიტიკა განიხილეს და ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს პარიზის შეთანხმების განსახორციელებლად და ტრანსპორტის სექტორზე, როგორც ქვეყნის ემისიის ძირითად წყაროზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე ტრანსპორტის სექტორი პრიორიტეტად განისაზღვრა, აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე (ელექტრო) ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში და სათბურის აირების ემისიების შემცირებაში დაეხმარება. კერძოდ, მოხდება ელექტრო ავტობუსების ეტაპობრივი ჩანაცვლება და დასამუხტი ინფრასტრუქტურის განვითარება.

შეხვედრას პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, თბილისის და რუსთავის მუნიციპალიტეტების მერიების და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ორგანიზაციის შესახებ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი
www.mepa.gov.ge
info@mepa.gov.ge
+995 32 2378009
წაკითხულია: 58