ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში
08/10/2007


პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

8 ოქტომბერი, 2007
დაუყოვნებლივი გავრცელებისთვის

საკონტაქტო პირი: მაია ჩანქსელიანი, ეკა ჩიხლაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი                                                        
ტელ: 957 010
ელ.ფოსტა: pr@mes.gov.ge
ვებ.გვერდი: http://www.mes.gov.ge/

ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში

[PUBLICITY.GE] თბილისი, 8 ოქტომბერი, 2007 -    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას ფიზიკაში თემაზე: ”მაღალტემპერატურული ზეგამტარობა: თავდაპირველი კონცეფცია და ახალი შედეგები”. კონფერენცია სამ დღეს გაგრძელდება.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ნობელის პრემიის ლაურეატები შვეიცარიიდან - დოქტორი ალექს მიულერი და დოქტორი გეორგ ბედნორცი.

ასეთი დონის კონფერენცია ფიზიკაში საქართველოში პირველად ტარდება. ნობელის პრემიის ლაურეატების გარდა, მოხსენებას წაიკითხავს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  ორმოცამდე აღიარებული მეცნიერი ზეგამტარობის დარგში.

აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ეძღვნება ნობელის პრემიის ლაურეატის დოქტორ ალექს მიულერის 80 წლის იუბილესა და ალექს მიულერისა და გეორგ ბედნორცისათვის მაღალტემპერატურული ზეგამტარების აღმოჩენისათვის ნობელის პრემიის მინიჭების 20 წლისთავს.

კონფერენციის ორგანიზატორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად არიან საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, მაქს პლანკის ინსტიტუტი (გერმანია) და ციურიხის უნივერსიტეტი (შვეიცარია).



                                                                          ###

წაკითხულია: 8977