ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
პრესრელიზი
25/03/2021
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემა წესრიგდება

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოლიან-ჩალიანის  დამშრობ მასივზე მიმდინარეობს.


სოფელ ჭანიეთის, ცხემლისხიდისა და გურიანთას ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან სხვადასხვა კატეგორიის კოლექტორები და შემკრები არხები იწმინდება, ჯამში 12 კილომეტრი.


სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 50 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.


 დამშრობ მასივზე მიმდინარე სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს მაისში დასრულდება.


 

ორგანიზაციის შესახებ
წაკითხულია: 69